Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რადიკალების პოლიტიკიდან ჩამოშორება ჩვენი გაცხადებული მიზანია, არჩევნების შემდეგ შევიტანთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, ვინაიდან ეს პოლიტიკური ძალები თავიანთი არსით არაკონსტიტუციურები არიან

მარშალ პრესი 07/05/2025
irakli kobakhidze

რადიკალების პოლიტიკიდან ჩამოშორება არის ჩვენი გაცხადებული მიზანი, არჩევნების შემდეგ დაიწყება სამართლებრივი პროცესი, ჩვენ შევიტანთ შესაბამის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პოლიტიკური ძალები თავიანთი არსით არაკონსტიტუციურები არიან.

„გამოსვლაში ვსაუბრობდი გაერთიანებაზე, საზოგადოების გამთლიანებაზე, რაც შეეხება რადიკალების პოლიტიკიდან ჩამოშორებას, ეს არის ჩვენი გაცხადებული მიზანი. არჩევნების შემდეგ დაიწყება სამართლებრივი პროცესი, ჩვენ შევიტანთ შესაბამის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც უნდა დასრულდეს, ვფიქრობთ, შესაბამისი პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებით. ჩვენ ვხედავთ, რომ ესენი არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც თავიანთი არსით არიან არაკონსტიტუციურები. შესაბამისად, ჩვენ დავძრავთ ამ სამართლებრივ პროცესს და იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ჩვენს სამართლებრივ მსჯელობას,“- განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: აშშ-ს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოსალოდნელი აფეთქების შესახებ აფრთხილებს. ასახლებს ადგილებს რომელიც არ უნდა მოინახულონ. რა კომპეტენცია გააჩნია საელჩოს მსგავსი განცხადებები აკეთოს?!
Next: მინდა, მივულოცო ირაკლი კობახიძეს პარტიის თავმჯდომარეობა – მასზე, პარტიულ მუშაობაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025