Skip to content
28/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს ახალ სერვისს – სერტიფიცირების გამოცდისთვის მოსამზადებელ ელექტრონულ პლატფორმას სთავაზობს

მარშალ პრესი 06/05/2025
cesko

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი ამომრჩევლებს ახალ სერვისს – სერტიფიცირების გამოცდისთვის მოსამზადებელ ელექტრონულ პლატფორმას სთავაზობს. აღნიშნული პლატფორმა დაინტერესებულ  პირებს შესაძლებლობას აძლევს მოემზადონ სამი ტიპის სასერთიფიკაციო გამოცდისთვის, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის.

პლატფორმის პროგრამული ვიზუალი ემთხვევა რეალური გამოცდის ფორმატს. იმიტირებულ გამოცდაზე გამოიყენება რეალური გამოცდისთვის განკუთვნილი ტესტები, მათ შორის, ნათარგმნი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. იმიტირებული გამოცდის ჩასაბარებლად განსაზღვრულია 1 საათი. პლატფორმა ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, აგენერირებს 24 ტესტს. თითოეულ ტესტს აქვს ოთხი სავარაუდო პასუხი, მათგან მომხმარებელმა უნდა აირჩიოს და დააფიქსიროს მხოლოდ ერთი პასუხი. თითოეულ ტესტზე სწორი პასუხი ფასდება – 1 ქულით, არასწორი პასუხი – 0 ქულით.

იმიტირებული გამოცდის დასრულებისას მომხმარებელს შეუძლია პროგრამაში გაეცნოს იმიტირებული გამოცდის შედეგს და მიიღოს ინფორმაცია ტესტებზე, რომლებსაც არასწორად გასცა პასუხი ან დარჩა პასუხგაუცემელი. გამოცდის წარმატებით გასავლელად, მომხმარებელმა 24 ტესტიდან სწორად უნდა გასცეს პასუხი 15 ტესტს.

იმიტირებულ გამოცდაზე გავლის მიზნით დაინტერესებული პირები უნდა ეწვიონ ცესკოს და სწავლების ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულ ბანერს – სერტიფიცირების პლატფორმა.

 

Continue Reading

Previous: ვიზალიბერალიზაციის საკითხი არის შანტაჟის მექანიზმის მჭიდში ბოლო ტყვია და თუ მას გამოიყენებენ, შანტაჟის მექანიზმიც არ დარჩებათ ხელში – ლევან მაჭავარიანი
Next: ერთი წლის წინ, MEGOBARI აქტი დააინიცირეს და მაშინ ვთქვი, ვერ მიიღებენ მეთქი და ვერც მიიღეს. დღეს, სხვა კანონი მსგავსი სახელით მიიღეს. თამარ ჩერგოლეიშვილმა ახლა კი გაიგო, მაგრამ არ დაწერს, “სანდრო მართალი იყავი, შემეშალაო”

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025