Skip to content
28/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვიზალიბერალიზაციის საკითხი არის შანტაჟის მექანიზმის მჭიდში ბოლო ტყვია და თუ მას გამოიყენებენ, შანტაჟის მექანიზმიც არ დარჩებათ ხელში – ლევან მაჭავარიანი

მარშალ პრესი 06/05/2025
levan machavariani

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, “ღამის კურიერის” ეთერში განმარტა, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმება შანტაჟის მექანიზმია, რომელსაც თუ გამოიყენებენ, შანტაჟის მექანიზმიც არ დარჩებათ ხელში.

მაჭავარიანი სვამს კითხვას, – საქართველოს მოქალაქეები რის გამო უნდა დაისაჯონ, როდესაც ხელისუფლებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ შეუქმნია ამისთვის.

“მჭიდში ბოლო ტყვია არის შანტაჟის მექანიზმის, რომელიც თუ გამოიყენეს, შანტაჟის მექანიზმიც არ დარჩებათ ხელში. მაგრამ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ამას ვერ გააკეთებენ, ვინაიდან ეს არის ჩვენი მოქალაქეების პირდაპირი დასჯა. ჩვენი მოქალაქეები რის გამო უნდა დაისაჯონ, როდესაც ჩვენ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ შეგვიქმნია ამისთვის. ისინი, რომ რაღაც ჟანგბადი მიაწოდონ ოპოზიციას, ამით ყველანაირ ურთიერთობას ხაზს გადაუსვამენ. 2022 წლის 24 თებერვლიდან რა უსამართლობაც დაიწყო, ეს ამის გაგრძელებაა. რატომ დაემთხვა, რომ ორ კვირაში ბიძინა ივანიშვილს შეუზღუდეს დაახლოებით 2 მილიარდ დოლართან წვდომა, რატომ დაემთხვა ეს ყველაფერი?”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

Continue Reading

Previous: გლობალისტების საქართველოში ომის და არეულობის გამოწვევის ნებისმიერი მცდელობა კრახით მთავრდება
Next: საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს ახალ სერვისს – სერტიფიცირების გამოცდისთვის მოსამზადებელ ელექტრონულ პლატფორმას სთავაზობს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025