Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, გიორგი ბაჩიაშვილს 9000-მდე ბიტკოინის დაბრუნება დაევალა, სულაც არ არის გასაკვირი, ასეც უნდა ყოფილიყო-თაღლითს უთხრეს ფული უნდა დააბრუნოო

მარშალ პრესი 01/05/2025
levan nikoleishvili

ის, ფაქტი, რომ საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, გიორგი ბაჩიაშვილს 9000-მდე ბიტკოინის დაბრუნება დაევალა, სულაც არ არის გასაკვირი, ასეც უნდა ყოფილიყო-თაღლითს უთხრეს ფული უნდა დააბრუნოო,- წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.

ნიკოლეიშვილის თქმით, ბაჩიაშვილმა იცოდა, რომ დამნაშავე იყო, ამიტომაც იბრიქებოდა, ჩაგრულის მანტია მოგდებული დროს წელავდა, ამავე დროს ისიც იცოდა, რომ ადრე თუ გვიან სამართალი მასაც მიადგებოდა, აქეთ ოპოზიციას იქით მომიტინგეებს თავს აწონებდა თქვენს გვერდით ვარო, მაგრამ გაქრა, აორთქლდა. „ის, ფაქტი, რომ საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, გიორგი ბაჩიაშვილს 9000-მდე ბიტკოინის დაბრუნება დაევალა, სულაც არ არის გასაკვირი, ასეც უნდა ყოფილიყო-თაღლითს უთხრეს ფული უნდა დააბრუნოო.

აქ საინტერესო ის არის, რომ ბატონი ბაჩიაშვილი, რომ თავის “სიმართლეში” ოპოზიციური არხებიდან, რომ გვარწმუნებდა, თან რუსთაველზე მიმდინარე აქციების ფონზე, მაგრამ საქმე საქმეზე, რომ მიდგა შარშანდელი თოვლივით გაიპარა და ქვეყანა დატოვა. იცოდა, რომ დამნაშავე იყო, ამიტომაც იბრიქებოდა, ჩაგრულის მანტია მოგდებული დროს წელავდა, ამავე დროს ისიც იცოდა ადრე თუ გვიან სამართალი მასაც მიადგებოდა, აქეთ ოპოზიციას იქით მომიტინგეებს თავს აწონებდა თქვენს გვერდით ვარო, მაგრამ გაქრა, აორთქლდა, საკითხავია როდემდის?“,-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Continue Reading

Previous: გვაქვს გონივრული ვარაუდი, რომ მცდელობაა, ინსტიტუცია იყოს მუდმივ რეჟიმში დისკრედიტებული, რათა საზოგადოებაში შეიქმნას აღქმა, განცდა, თითქოს რაღაც მანიპულაციას ჰქონდა ადგილი, თითქოს 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა
Next: რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის პირდაპირი, რეგულარული ფრენების განახლება, ოკუპანტის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩადენილი მორიგი დარღვევაა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025