Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გვაქვს გონივრული ვარაუდი, რომ მცდელობაა, ინსტიტუცია იყოს მუდმივ რეჟიმში დისკრედიტებული, რათა საზოგადოებაში შეიქმნას აღქმა, განცდა, თითქოს რაღაც მანიპულაციას ჰქონდა ადგილი, თითქოს 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა

მარშალ პრესი 01/05/2025
kalanda

ჩვენ გვაქვს გონივრული ვარაუდი, რომ არის მცდელობა, ინსტიტუცია იყოს მუდმივ რეჟიმში დისკრედიტებული, რათა საზოგადოებაში შეიქმნას აღქმა, განცდა იმის თაობაზე, რომ თითქოს რაღაც მანიპულაციას ჰქონდა ადგილი, თითქოს 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ „დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას.

გიორგი კალანდარიშვილმა ისაუბრა, თუ რატომ ხდება ცესკოს დისკრედიტაცია და მათი საწინააღმდეგო განცხადებებით საზოგადოების მანიპულირება. მან აღნიშნა, რომ პროკურატურის შუალედური დასკვნითაც ვერ დგინდება და არანაირი მტკიცებულება არ ყოფილა წარდგენილი, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.

მისივე თქმით, ზოგიერთი დაინტერესებული მხარე, ცდილობს, ამომრჩეველი არ იყოს სწორად ინფორმირებული, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გონივრულ კითხვებს დასვამს.

„ის, ვინც გაიაზრებს ყველაფერს, ვისაც კრიტიკული აზრი გაუჩნდება ამ ყველაფერთან დაკავშირებით, იქ ბუნებრივია, გაჩნდება ლოგიკური კითხვები, რომელიც ელემენტარული მდგომარეობს იმაში, რომ პასუხი მოეთხოვება ამ ბრალდების მხარეებს – რასაც ამბობენ, წარადგინონ მტკიცებულებები – რაშიც ბრალს გვდებენ, წარადგინონ შესაბამისი ფაქტები. კარგად ვხედავთ, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ დღევანდელ დღემდე ეს ყველაფერი გრძელდება“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელ ცესკოს განცხადებაში ხაზგასმით არის საუბარი, რომ აღნიშნული არის იმ უსაფუძვლო ბრალდებების გამართლების ძიება, „სხვა შემთხვევაში ასეთ ინსინუაციებს ბუნებრივია, ადგილი არ უნდა ჰქონდეს“.

კალანდარიშვილის განმარტებით, მიდის პედალირება, თითქოს არჩევნების ფარულობა დაირღვა და თითქოს, ამით არჩევნები გაყალბდა. შესაბამისად, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება, გადაეზღვიათ ის რისკები, რომელიც სპეკულაციის სახით გასულ არჩევნებზე საზოგადოებამ იხილა.

„ზუსტად ამას უპასუხა ცესკომ, როდესაც მივიღეთ სპეციალური საფარი, რომელიც დაფარებული იქნება ხმის მთვლელ აპარატზე და ამასთანავე სპეციალური ჩარჩო-ფორმა, რომელიც ასევე ძალიან ბევრ ქვეყანაში არ გამოიყენება. თუნდაც მისი ჩვენთან გამოყენების შემთხვევაში, ასევე მოჰყვა ამ ყველაფერს სპეკულაციები, მაგრამ ვინაიდან არსებობს საფრთხე იმისა, რომ მომავალ არჩევნებზეც სხვადასხვა დაინტერესებულმა მხარემ კიდევ მოახდინოს ამ თემით სპეკულაცია, ჩვენ მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც თავის შინაარსიდან და გადაწყვეტის გზიდან გამომდინარე ოდირის რეკომენდაციას პასუხობს“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცესკომ დღეს განცხადებაა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ დაინტერესებული მხარეები 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი უსაფუძვლო ბრალდებების დადასტურებას ცესკოს გადაწყვეტილებების მანიპულაციური ინტერპრეტირებით ცდილობენ.

Continue Reading

Previous: საქართველოს როგორც აშშ-თან, ისე ევროპასთან სურს მეგობრობა, თანამშრომლობა და არა ბატონყმური ურთიერთობა
Next: საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, გიორგი ბაჩიაშვილს 9000-მდე ბიტკოინის დაბრუნება დაევალა, სულაც არ არის გასაკვირი, ასეც უნდა ყოფილიყო-თაღლითს უთხრეს ფული უნდა დააბრუნოო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025