Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის პირდაპირი, რეგულარული ფრენების განახლება, ოკუპანტის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩადენილი მორიგი დარღვევაა

მარშალ პრესი 01/05/2025
eka sepashvili

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის პირდაპირი, რეგულარული ფრენების განახლების შესახებ კომენტარი გააკეთა.

ეკა სეფაშვილის თქმით, ეს ოკუპანტის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩადენილი მორიგი დარღვევაა.

„ამ სიტუაციაში, როცა რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ არსებობს ოკუპაციის ფაქტი და ამ ოკუპაციიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებების დარღვევის უამრავ მაგალითს ვხედავთ, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილებისა თუ მშობლიურ ენაზე სწავლის შეზღუდვას და ა.შ., ესეც ერთ-ერთი დარღვევაა. ამ დარღვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ რაც შეიძლება გააკეთოს, არის ის, რომ ყველა შესაბამის ფორმატში, საერთაშორისო დღის წესრიგში, ეს საკითხი დასვას და რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარღვევებით ოპერირებას ხაზი გაუსვას.
ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, საერთაშორისო საავიაციო მიმოსვლაში ეს რეისები არ შედის, ანუ, საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული არ არის.
სულ ახლახან, გუშინ, ევროპის საბჭოში, ევროსაბჭოს დელეგაციამ და წარმომადგენლობამ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა და რუსეთს მოუწოდა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება შეასრულოს, რომელიც მშვიდობის დამყარებასა და მთელ რიგ სხვა ვალდებულებების შესრულებას შეეხება. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნისთვის ოკუპანტია და იგი უგულებელყოფს არა მარტო ამ, არამედ, მთელ რიგ სხვა საერთაშორისო ვალდებულებებს“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

Continue Reading

Previous: საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, გიორგი ბაჩიაშვილს 9000-მდე ბიტკოინის დაბრუნება დაევალა, სულაც არ არის გასაკვირი, ასეც უნდა ყოფილიყო-თაღლითს უთხრეს ფული უნდა დააბრუნოო
Next: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის განხორციელების დაწყების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025