Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ყველას თავები ჰქონდათ დახეთქილი ისე სცემეს. ადამიანები რუსთაველზე წვიმაში დაყარეს. შველას რომ ითხოვდნენ, ესენი უარესად სცემდნენ – გიორგი აბდალაძე 2011 წლის 26 მაისის დარბევაზე

მარშალ პრესი 30/04/2025
giorgi abdaladze

ფოტოგრაფმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი აბდალაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც „ფოტოგრაფების საქმე“ განიხილება, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის ეპიზოდი გაიხსენა. როგორც მან აღნიშნა, დარბევის დროს ადამიანებს გასვლის საშუალება არ მისცეს და ისე სცემეს, რომ ყველას თავი ჰქონდათ დახეთქილი. „საშინლად სცემეს ადამიანები. კინოთეატრ „რუსთველშიც“ შევარდნენ.

უამრავი ადამიანი გამოიყვანეს იქიდან ნაცემი. ისე გააკეთეს, რომ ხალხს გასვლის საშუალება არ მისცეს და ძირითადი ნაკადი წაიყვანეს პარლამენტის მიმართულებით, შიდა სივრცე სადაც არის, რომ ვერსად ვერ გაქცეულიყვნენ. თითქმის ყველას თავი ჰქონდა დახეთქილი, ქალი, კაცი, დიდი, პატარა, ბავშვი, მოხუცი, ასაკოვანი, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ყველას თავები ჰქონდათ დახეთქილი ისე სცემეს. ხელბორკილები რომ დაადეს, მერე ეს ადამიანები რუსთაველზე წვიმაში დაყარეს, შველას რომ ითხოვდნენ, ესენი უარესად სცემდნენ იმ ადამიანებს. მერე დაამწკრივეს ეს ადამიანები და რუსთაველზე ჩაატარეს მსვლელობით, წაიყვანეს საპატიმროებში“, – განაცხადა გიორგი აბდალაძემ.

Continue Reading

Previous: ვიღაცები სტატუსებს დებენ 37 წელია და რაღაც – აი 37 წელი იყო ზუსტად ის, რაც ჩვენ გავიარეთ, როდესაც ღამის 3 საათზე შემოვარდნენ სახლში ცრუ ბრალდებით, სრულიად უდანაშაულო ადამიანები დაგვიჭირეს, გვაწამეს და გვაღიარებინეს ის, რაც ჩვენ არ ჩაგვიდენია
Next: პატიმარი იყო, რომელსაც გალიის გარეთ ჰქონდა ხელი გამოყოფილი, იატაკზე იჯდა, გარედან ჰქონდა ბორკილები გაკეთებული, დაბმული იყო, რომ ვერ ამდგარიყო, ნაცემი და დასისხლიანებული

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025