Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვიღაცები სტატუსებს დებენ 37 წელია და რაღაც – აი 37 წელი იყო ზუსტად ის, რაც ჩვენ გავიარეთ, როდესაც ღამის 3 საათზე შემოვარდნენ სახლში ცრუ ბრალდებით, სრულიად უდანაშაულო ადამიანები დაგვიჭირეს, გვაწამეს და გვაღიარებინეს ის, რაც ჩვენ არ ჩაგვიდენია

მარშალ პრესი 30/04/2025
giorgi abdaladze1

ფეისბუქზე ვიღაცები სტატუსებს დებენ 37 წელია და რაღაც – აი 37 წელი იყო ზუსტად ის, რაც ჩვენ გავიარეთ, როდესაც ღამის 3 საათზე შემოვარდნენ სახლში ცრუ ბრალდებით, სრულიად უდანაშაულო ადამიანები დაგვიჭირეს, გვაწამეს და გვაღიარებინეს ის, რაც ჩვენ არ ჩაგვიდენია, მითუმეტეს სამშობლოს ღალატი, – ამის შესახებ ფოტოგრაფმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი აბდალაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც „ფოტოგრაფების საქმე“ განიხილება.

აბდალაძემ ბიძინა ივანიშვილს და მმართველ გუნდს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი შეცვალა და ამით უამრავ ადამიანს სიცოცხლე აჩუქა. „დღევანდელ დღეს, მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, ყოველთვის მადლიერი ვარ, ყოველთვის მადლობას ვეტყვი ბიძინა ივანიშვილს და იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის წყალობით დღეს უამრავი ადამიანი გადარჩა და ცოცხალია. „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო სათავეში დღეს ჩათვალეთ, რომ მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპებოდა დღეში. ეს იყო ჩვეულებრივი სტატისტიკა, საპატიმროშიც და ისეც. ამისთვის მადლობას ვუხდი პირადად იმ ადამიანს, რომელმაც ეს ყველაფერი შეცვალა და უამრავ ადამიანს სიცოცხლე აჩუქა“, – განაცხადა გიორგი აბდალაძემ.

Continue Reading

Previous: პარლამენტმა დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა ერთი თვით გაუგრძელა
Next: ყველას თავები ჰქონდათ დახეთქილი ისე სცემეს. ადამიანები რუსთაველზე წვიმაში დაყარეს. შველას რომ ითხოვდნენ, ესენი უარესად სცემდნენ – გიორგი აბდალაძე 2011 წლის 26 მაისის დარბევაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025