Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პატიმარი იყო, რომელსაც გალიის გარეთ ჰქონდა ხელი გამოყოფილი, იატაკზე იჯდა, გარედან ჰქონდა ბორკილები გაკეთებული, დაბმული იყო, რომ ვერ ამდგარიყო, ნაცემი და დასისხლიანებული

მარშალ პრესი 30/04/2025
giorgi abdaladze6

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე ე.წ. ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით საუბრობს და გლდანის ციხეში არსებულ მდგომარეობას იხსენებს.

აბდალაძის თქმით, მათთან ერთად ფუქსში პატიმარი იყო, რომელსაც გალიის გარეთ ჰქონდა ხელი გამოყოფილი, იატაკზე იჯდა, გარედან ჰქონდა ბორკილები გაკეთებული, დაბმული იყო, რომ ვერ ამდგარიყო, ნაცემი და დასისხლიანებული, მას გადაფარებული ჰქონდა მაისური თავზე და ტიროდა და ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო.

„სუნი იდგა საშინელი, ჩვენც ისეთ მდგომარეობაში ვიყავით, მერე რაღაც პერიოდის შემდეგ, რომ სადაც შევდიოდი ბოდიშს ვუხდიდი, იმიტომ რომ დაბანის საშუალება არ გვქონდა, გვითიშავდნენ წყალს, აბაზანაში არ გვიშვებდნენ, ვყარდით ჩვეულებრივად.

ფუქსში რომ ვიყავით, იატაკზე რომ ვიწექით, ჩემი ერთ-ერთი მეგობარი წინ იყო, ირაკლი აქეთ მხარეს, ირაკლის მოპირდაპირე მხარეს პატიმარი იყო, რომელსაც გალიის გარეთ ჰქონდა ხელი გამოყოფილი, იატაკზე იჯდა, გარედან ჰქონდა ბორკილები გაკეთებული, დაბმული იყო, რომ ვერ ამდგარიყო და იყო ნაცემი, დასისხლიანებული, გადაფარებული ჰქონდა მაისური თავზე და ტიროდა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო.

ჩვენ საუბრის საშუალებასაც არ გვაძლევდნენ ერთმანეთთან. შუაში დადიოდა ერთ-ერთი ზედამხედველი, გვაგინებდა თქვენ გიჩვენებთ ახლა სეირს, ხომ არ გგონიათ რამე გიშველითო“,-განაცხადა გიორგი აბდალაძემ.

Continue Reading

Previous: ყველას თავები ჰქონდათ დახეთქილი ისე სცემეს. ადამიანები რუსთაველზე წვიმაში დაყარეს. შველას რომ ითხოვდნენ, ესენი უარესად სცემდნენ – გიორგი აბდალაძე 2011 წლის 26 მაისის დარბევაზე
Next: ცესკოს ადმინისტრაციის წარმომადგენლები ახმეტის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებს შეხვდნენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025