Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პირველი, ვინც საავტომობილო ფედერაციის ქონებაზე და კერძოდ, რუსთავის ავტოდრომზე საუბარი დაიწყო, გახლდათ ვანო მერაბიშვილი – არ ფიგურირებს, მაგრამ, მას ძალიან ხშირად ნახულობდნენ ავტო-ბაზრობის მშენებლობაზე

მარშალ პრესი 28/04/2025
shalva ogbaidze

პირველი, ვინც საავტომობილო ფედერაციის ქონებაზე და კერძოდ, რუსთავის ავტოდრომზე საუბარი დაიწყო, გახლდათ ვანო მერაბიშვილი, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, შალვა ოგბაიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მან გაიხსენა, რომ ვანო მერაბიშვილი უსაბუთებდა, რომ ყველანაირად კარგი იქნებოდა, თუ ავტოდრომს დათმობდნენ, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ამ ადგილას რუსთავის ავტო ბაზრობის მშენებლობა იგეგმებოდა. ოგბაიძემ აღნიშნა, რომ დოკუმენტში ფიგურირებს გიორგი უდესიანი.

“ერთ-ერთი შეხვედრის დროს, ტელეფონი მომაწოდეს, შენთან უნდათ დალაპარაკებაო და მან მითხრა, რომ ამერიკაში იყო და რომ ჩამოვიდოდა, ამ ავტოდრომის თაობაზე უნდა შევხვედროდით. [მერაბიშვილი] რომ ჩამოვიდა, დამირეკა ადმინისტრაციის უფროსმა, შოთა ხიზანიშვილმა და დაახლოებით 40 წუთი ვისაუბრეთ. ის ყველანაირად მისაბუთებდა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ჩვენ დავთმობდით ამ ავტოდრომს. ამ შეხვედრას წინ უძღოდა მაშინდელ გუბერნატორ, ზურაბ მელიქიშვილთან შეხვედრა, რომელმაც წამიყვანა რუსთავის ფუნიკულიორს რასაც ეძახიან და მეუბნებოდა, იქნებ გადავცვალოთ ეს ადგილებიო. მე არ ვიცოდი რას აპირებდნენ, როგორც მოგვიანებით გავიგე, იქ კეთდებოდა ავტო-ბაზრობა, რომელსაც აქეთა მხარეს, თბილისიდან რომ მივდივართ, გზის მარცხენა მხარეს გიორგი უდესიანია და ხელმარჯვნივ, არ ფიგურირებს, მაგრამ, ძალიან ხშირად ნახულობდნენ ამ ავტოდრომის მშენებლობაზე, რომელიც შემდგომ გაიყიდა და ავტო-ბაზრობის მშენებლობაზე ხშირად მოდიოდა ბატონი ვანო მერაბიშვილი.” – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

Continue Reading

Previous: ტრამპი გაეცნო იმ ინფორმაციას, რომ კურსკის ოლქში 76 ათასი (პუტინის მონაცემებით) განადგურებული უკრაინელის უკან – ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები დგანან. და რას აკეთებს ტრამპი?
Next: ვინც ძლევამოსილი ვანო მერაბიშვილის პოლიციის სამმართველოსთან ხმის ამოღება გაბედა – უკნიდან მომხვდა დამტვრეული ბეტონის ნამსხვრევი, მერე იყო პლასტმასის ტყვიებით ჩემი დაცხრილვა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025