Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ტრამპი გაეცნო იმ ინფორმაციას, რომ კურსკის ოლქში 76 ათასი (პუტინის მონაცემებით) განადგურებული უკრაინელის უკან – ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები დგანან. და რას აკეთებს ტრამპი?

მარშალ პრესი 28/04/2025
david kartvelishvili

ამპი? პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმიანება, სადაც რუსეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედროებმა დიდი როლი ითამაშეს კურსკში მიმდინარე ბრძოლაში. ექსპერტის თქმით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება. “როგორ გაუხარდებოდა ეს აღიარება, წარმომიდგენია, მაგრამ ამ “ნიუსს” მეორე მხარეც რომ აქვს?

მას აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გაეცნო. გაეცნო იმ ინფორმაციას, რომ კურსკის ოლქში 76 ათასი (პუტინის მონაცემებით) განადგურებული უკრაინელის უკან – ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები დგანან.

და რას აკეთებს ტრამპი? დამატებითი სანქციები შემოაქვს ფხენიანის წინააღმდეგ? შეშფოთებით აღსავსე, აღშფოთებულ განცხადებას აკეთებს? არა! აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეასთან შესაძლო მოლაპარაკებებისთვის ემზადება. ინფორმაციას გამომცემლობა Axios-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგის შესაძლო განახლების მიზნით, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დისკუსიები და კონსულტაციები ექსპერტებთან უკვე დაიწყეს. ამით რისი თქმა მინდა, ვლადიმერ ვისოცკის არ იყოს – თქვენ ან “ჯვარი მოიხსენით”, ან “ნიფხავი ჩაიცვით”. გაბედეთ და პუტინის ციტირებას – ტრამპს შეაგინეთ. შეეცადეთ აბა, გაბედეთ! მაგრამ, ყარს თქვენი პრინციპულობა, ყვავის თქვენი სიმხდალე. ტკბებით პუტინის აღიარებით? კიმ ჩენ ინთან ტრამპის შეხვედრის გაშუქება არ გამომაპაროთ, ფარჩაკებო!-“ წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

Continue Reading

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის სპორტსმენებმა კვიპროსში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მედლები მოიპოვეს
Next: პირველი, ვინც საავტომობილო ფედერაციის ქონებაზე და კერძოდ, რუსთავის ავტოდრომზე საუბარი დაიწყო, გახლდათ ვანო მერაბიშვილი – არ ფიგურირებს, მაგრამ, მას ძალიან ხშირად ნახულობდნენ ავტო-ბაზრობის მშენებლობაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025