Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვინც ძლევამოსილი ვანო მერაბიშვილის პოლიციის სამმართველოსთან ხმის ამოღება გაბედა – უკნიდან მომხვდა დამტვრეული ბეტონის ნამსხვრევი, მერე იყო პლასტმასის ტყვიებით ჩემი დაცხრილვა

მარშალ პრესი 28/04/2025
shalva ogbaidze

ეს იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი მიტინგი, მაგრამ იყო გადაწყვეტილი დასჯა იმ ადამიანების, ვინც ძლევამოსილი ვანო მერაბიშვილის პოლიციის სამმართველოსთან ხმის ამოღება გაბედა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, თბილისის საკრებულოს წევრმა, შალვა ოგბაიძემ 2009 წლის 6 მაისის აქციის თაობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პოლიციის სამმართველოსთან მას უკნიდან ესროლეს ბეტონის ნამსხვრევები, რის შემდეგაც დაცხრილეს პლასტმასის ტყვიებით. „ერთი შურდული, კენჭი, ქვა, ბოთლი არავის არ ქონია ხელთ, აბსოლუტურად მშვიდობიანი, ხელაწეული ხელებით აპროტესტებდნენ ადამიანები დაკავებული ახალგაზრდების წამებას და ეს წამება განვრცობადი იყო და უფრო უკეთურ რაღაცებს აპირებდნენ, აღარ მინდა ახლა ვთქვა, რის გამოც ჩვენ დავიძარით რუსთაველის გამზირიდან მერე ფეხით და ჩავედით იქ.

მე ზურგით ვიდექი პოლიციის სამმართველოს ალაყაფის მიმართ და ვცდილობდი, რომ ადამიანები, რომლებიც ვთქვათ უკვე პირველი გასროლა რომ მოხდა, არ მიახლოებოდნენ ღობეს. მე ვიცოდი ეს რითაც დამთავრდებოდა და ეს ჩაითვლებოდა შეჭრის მცდელობად. შეჭრის მცდელობა ერთადერთი საწყალ უცნობს დააბრალეს, ფურცლით გადახტა და რა უქნეს თქვენ კარგად იცით. ის ყოფილა თურმე პოლიციის აღება სამმართველოსი.

მაგრამ მე ვაკავებდი ამ ადამიანებს, რომ ეს არ მომხდარიყო და აი ამ დროს უკნიდან მომხვდა დამტვრეული ბეტონის ნამსხვრევი, 14 ნაკერი დამადეს და მერე იყო პლასტმასის ტყვიებით ჩემი დაცხრილვა, თუ შეიძლება ასე ითქვას. ერთ მომენტში ბატონი სოზარი ცდილობდა მე გადამფარებოდა და გია მაისაშვილი. გიას პირდაპირ შუბლში მოხვდა, მე უკვე ჩავიკეცე, გონება დავკარგე, ტვინის შერყევა მქონდა. თქვენზეც იძალადეს მაშინ, როგორც მერე ყველასთვის ცნობილი გახდა, არ გინდობდნენ არც თქვენ ბატონო სოზარ“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

Continue Reading

Previous: პირველი, ვინც საავტომობილო ფედერაციის ქონებაზე და კერძოდ, რუსთავის ავტოდრომზე საუბარი დაიწყო, გახლდათ ვანო მერაბიშვილი – არ ფიგურირებს, მაგრამ, მას ძალიან ხშირად ნახულობდნენ ავტო-ბაზრობის მშენებლობაზე
Next: 3 ადამიანი მირტყამდა და 1 რაციაზე იყო. ალბათ იცოდნენ, რომ ჟურნალისტი ვიყავი და ათივე თითი, 6 ნეკნი და ლავიწის ძვალი მოტეხილი მქონდა – „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული მამუკა კვარაცხელია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025