Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სპორტი

ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია

მარშალ პრესი 26/04/2025
ilia sulamanidze

პოდგორიცაში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონობა იზეიმა ილია სულამანიძემ (-100). ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი დაამარცხა და სენიორებს შორის ევროპის ჩემპიონატზე ოქრო კარიერაში პირველად მოიპოვა. ილიამ პარიზის ოლიმპიადის ოქროს მედალი სწორედ კოცოევთან დათმო.

საქართველოს ნაკრებმა ინდივიდუალური ასპარეზობა ოთხი მოპოვებული მედლით დაასრულა – ევროპის ჩემპიონობა იზეიმა გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ), რომელმაც ფინალში აიუბ ბლიევი დაამარცხა; ევროპის ვიცე-ჩემპიონები კი ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ) და ტატო გრიგალაშვილი(-81 კგ) გახდნენ. 27 აპრილს კი საქართველოს ნაკრები შერეულ გუნდურ ასპარეზობაში მიიღებს მონაწილეობას.

ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროექტი იქნება ბავშვთა რაგბის განვითარება – დავით კაჭარავა რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ
Next: სავარაუდოდ მოლანდებები დაეწყოთ – თორნიკე ჭეიშვილი პაატა ბურჭულაძის და ოპოზიციის ინიციატივაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.