Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროექტი იქნება ბავშვთა რაგბის განვითარება – დავით კაჭარავა რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ

მარშალ პრესი 26/04/2025
david kacharava

პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით კაჭარავა რაგბის კავშირის პრეზიდენტი გახდა.

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, კაჭარავამ განმარტა, რომ რაგბის კავშირის პრიორიტეტი ბავშვთა რაგბი იქნება, რათა მეტი წარმატებული სპორტსმენი აღუზარდოს ქვეყანას. დავით კაჭარავამ მადლობა გადაუხადა რაგბის კავშირის წევრებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის.

„ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. მინდა მადლობა ვუთხრა ნამდვილ წევრებს, ვინც ხმა მომცა, ამირჩია და ნდობა გამომიცხადა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროექტი იქნება ბავშვთა რაგბის განვითარება გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ფუნდამენტი და საფუძველი ყველაფრის. ამიტომ დავიწყებთ საფუძვლიდან ყველაფრის განვითარებას იმისთვის, რომ შემდგომში რესურსი გვქონდეს მაღალი მიღწევების. ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებით, ჩვენ ყველა მიმართულებით ვაჩვენეთ – არა მხოლოდ სპორტული მხარე, არამედ სტაბილურობისა და მენეჯმენტის მხარე და დავამტკიცეთ, რომ ჩვენ მზად ვართ ვიყოთ 6 ერი- ის ოჯახის წევრები,”- განაცხადა დავით კაჭარავამ.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ბაჩიაშვილს დუბაიში მიაკითხეს “კაი ბიჭებმა” და გაწეწეს – ელისო კილაძე
Next: ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.