Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სავარაუდოდ მოლანდებები დაეწყოთ – თორნიკე ჭეიშვილი პაატა ბურჭულაძის და ოპოზიციის ინიციატივაზე

მარშალ პრესი 26/04/2025
tornike cheishvili

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი პაატა ბურჭულაძის ინიციატივას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, მედიასთან აფასებს და აცხადებს, რომ ოპოზიცია პოლიტიკურ კრიზისშია.

„იმდენად ღრმა პოლიტიკურ კრიზისში არიან, რომ სავარაუდოდ მოლანდებები დაეწყოთ, სხვანაირად არ შეიძლება აიხსნას ის აბსურდული განცხადებები, რასაც ისინი აჟღერებენ. როგორიც არ უნდა იყოს რადიკალური ოპოზიციის გადაწყვეტილება, განწირული იქნება მეათე, საიუბილეო პოლიტიკური კრახისთვის“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

პაატა ბურჭულაძე ინიციატივით გამოდის და აცხადებს, რომ ოპოზიციამ შემოდგომაზე პარლამენტისა და თვითმმართველობის არჩევნები საკუთარი ძალით და ისიც ტელეფონებით ჩაატაროს.

„ნაციონალური მოძრაობა“ დანაყოფ პარტიებსა და კოლეგა ოპოზიციონერებს თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებს. ოპოზიციაში აზრთა სხვაობაა. ნაწილი ირწმუნება, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს. „ლელომ“ კი პოზიცია შეარბილა.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია
Next: როდესაც ამდენი კითხვის ნიშანი ისმის, ალბათ მინიმუმ პარტნიორულ ურთიერთობაში ჯდება, რომ საფრანგეთის საელჩომ ამ კითხვებს გასცეს პასუხი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.