Skip to content
07/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

წინა დღეებში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ეუთოს გენერალური მდივნის მიმართ პირდაპირ შეურაცხყოფებით იყო გამორჩეული, ახლა კი პოზიცია შეცვალა

მარშალ პრესი 24/04/2025
archil gorduladze

რადიკალური ოპოზიცია მართულია გარე ძალების მიერ და მან მიიღო დავალება, რომ ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა გაემართა და, შესაბამისად, მისი პოზიციაც შეიცვალა, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

„როდესაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ წინა დღეებში პირდაპირ შეურაცხყოფებით იყო გამორჩეული [ეუთოს] გენერალური მდივნის მიმართ, ახლა ცდილობენ, რომ შეხვდნენ და შეცვალეს მათი პოზიცია. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ეს ადამიანები არიან პირდაპირ დავალების მიმცემისგან მართულები. მიიღეს დავალება, რომ ახლა არ ივარგებდა, რომ ეუთოს გენმდივანს არ შეხვედროდნენ და ახლა ამ დავალების შესასრულებლად ცდილობენ, რომ შედგეს ასეთი შეხვედრა. არ აინტერესებთ ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობა, რეალურად ეს ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ მოწადინებულები არიან, რომ როგორმე შელახონ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს იმიჯი“, – განაცხადა გორდულაძემ.

ეუთოს გენერალური მდივანი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. მანამდე ცალკე ფორმატით გაიმართა შეხვედრა გახარიას პარტიასთან.

Post navigation

Previous: კარგი ინიციატივაა, საქართველო არაა რაღაც “უკანა ეზო”, რომ აქ კანონი დაარღვიონ რადიკალების ქომაგმა უცხოეთის მოქალაქეებმა. ასევე, საიმიგრაციო წესების დაცვას უნდა შეეგუონ არაკეთილსინდისიერნი
Next: ისინი გრანტებს არიგებენ იმაში, რომ ქვეყანაში დაპირისპირება და გადატრიალება მოაწყონ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.