Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ისინი გრანტებს არიგებენ იმაში, რომ ქვეყანაში დაპირისპირება და გადატრიალება მოაწყონ

მარშალ პრესი 24/04/2025
kakha kaladze

მე რომ არასამთავრობო ორგანიზაცია შევქმნა პატრიოტულ თემაზე, არცერთი ორგანიზაცია არ დამაფინანსებს, რადგან ეს მათთვის საინტერესო მიმართულება არ არის, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ გასცა საფრანგეთის საელჩომ გრანტი კონკურსის გარეშე, კახა კალაძე განაცხადა, რომ გრანტის საკითხი შეიძლება კარგად შეფუთონ, მაგრამ ზუსტად იციან, რაში უნდა დაიხარჯოს ეს თანხები.

„რა კონკურსებზე საუბრობთ? ან ვინ უნდა ჩაატაროს? ჩემი თხოვნა იქნება, რომ ამ ილუზიებიდან გამოხვიდეთ. პირობითად მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ რომ შევქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ძირითადი მიმართულება იქნება პატრიოტული თემები, ტრადიციები, კულტურა, ცნობადობის ამაღლება ამ მიმართულებით, შემდეგ მივიდე რომელიმე ორგანიზაციასთან გრანტის მისაღებად, ვერცერთ თეთრს ვერ მივიღებ, იმიტომ, რომ ეს არის მიმართულება და თემა, რომელიც საერთოდ არ აინტერესებთ. პირიქით, ისინი გრანტებს არიგებენ იმაში, რომ დაპირისპირება გაღვივდეს, ექსტრემისტული ორგანიზაციები გაძლიერდნენ, საპატრიარქოს და სარწმუნოების წინააღმდეგ წავიდნენ, სახელმწიფო გადატრიალებას შეუწყონ ხელი.

შესაბამისად, გრანტის საკითხი შეიძლება კარგად შეფუთონ, კონკურსი დაარქვან, მაგრამ ძალიან კარგად იციან, ვის უნდა მისცენ თანხები და რაში უნდა დაიხარჯოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Post navigation

Previous: წინა დღეებში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ეუთოს გენერალური მდივნის მიმართ პირდაპირ შეურაცხყოფებით იყო გამორჩეული, ახლა კი პოზიცია შეცვალა
Next: ირაკლი ქარსელაძემ ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა და მის ნაცვლად რევაზ სოხაძე დაინიშნა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.