Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კარგი ინიციატივაა, საქართველო არაა რაღაც “უკანა ეზო”, რომ აქ კანონი დაარღვიონ რადიკალების ქომაგმა უცხოეთის მოქალაქეებმა. ასევე, საიმიგრაციო წესების დაცვას უნდა შეეგუონ არაკეთილსინდისიერნი

მარშალ პრესი 24/04/2025
gia abashidze

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს ეხმიანება, რომლის თანახმადაც „უცხოელის მიერ ისეთი ქმედების ჩადენა, როგორიცაა წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობა და თანამდებობის პირის შეურაცხყოფა, მისი საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის 3 წლამდე ვადით აკრძალვას გამოიწვევს“. ანალიტიკოსი აცხადებს, რომ აღნიშნული „კარგი ინიციატივაა“. მისივე თქმით, “საქართველო არაა რაღაც “უკანა ეზო”, რომ აქ კანონი დაარღვიონ რადიკალების ქომაგმა უცხოეთის მოქალაქეებმა”.

„კარგი ინიციატივაა, საქართველო არაა რაღაც “უკანა ეზო”, რომ აქ კანონი დაარღვიონ რადიკალების ქომაგმა უცხოეთის მოქალაქეებმა. ასევე, საიმიგრაციო წესების დაცვას უნდა შეეგუონ არაკეთილსინდისიერნი, წინააღმდეგ შემთხვევაში სოლიდური სანქციები ემუქრებათ. უცხოელის მიერ ისეთი ქმედების ჩადენა, როგორიცაა წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობა და თანამდებობის პირის შეურაცხყოფა, მისი საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის 3 წლამდე ვადით აკრძალვას გამოიწვევს. ცალკეული სამართალდარღვევებისთვის იზრდება ფულადი სანქციები.

კერძოდ, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 3 თვემდე პერიოდის განმავლობაში, 180 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ასევე სახდელის სახით გამოყენებული იქნება უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 6 თვის ვადით. მოქმედი კანონით, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 3 თვეზე მეტ ხანს იწვევს დაჯარიმებას 360 ლარის ოდენობით.

წარმოდგენილი პროექტით კი, განსხვავებული სანქციები განისაზღვრება 1 წლამდე და 1 წელზე მეტ ხანს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის კანონიერი საფუძვლის გარეშე საქართველოში ყოფნისთვის. უფრო კონკრეტულად, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 1 წლამდე პერიოდის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 2 წლის ვადით, ხოლო 1 წელზე მეტ ხანს − 3 000 ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 3 წლის ვადით.“-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

Continue Reading

Previous: ქუჩის აქციით გაზომილი რეიტინგები ოპოზიციის სასარგებლო არაა ამჟამად. რუსთაველზე შენარჩუნებული აქციის მცირე მასშტაბები მთელი საქართველოს განწყობილებების გამოხატულებად ვერ ჩაითვლება
Next: წინა დღეებში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ეუთოს გენერალური მდივნის მიმართ პირდაპირ შეურაცხყოფებით იყო გამორჩეული, ახლა კი პოზიცია შეცვალა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025