Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სწორედ ასეთი მაგალითები აჩვენებს, რომ სანქციები თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეულ

მარშალ პრესი 17/04/2025
shalva papuashvili

საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესთაგის სტუმრების ლოჟაშიც კი ვიხილეთ,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, გერმანიის მთავრობას ადამიანის უფლებების დამრღვევების მიმართ გულწრფელი მიუღებლობა რომ ჰქონოდა, გერმანიაში შესვლას აუკრძალავდა წამების და რეკეტის სისტემის ერთ-ერთ მთავარ დადასტურებულ შემოქმედს.

“საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესთაგის სტუმრების ლოჟაშიც კი ვიხილეთ.

თუკი, ვინმეს გამოეპარა, აქ არის ზურაბ ადეიშვილის მიერ ადამიანის უფლებების წინააღმდეგ ჩადენილი ის დანაშაულები, რომლებზეც უკვე დადგა საბოლოო განაჩენი:
კობა დავითაშვილის გატაცების და ცემის საქმე – 6 წელი
ციხეებში წამების საქმე – 4 წელი და 6 თვე
ღვინის კომპანია აკურას საქმე – 1 წელი და 6 თვე
ტვ იბერიას საქმე – 1 წელი და 6 თვე
ბანკი ქართუს გაკოტრების საქმე – 5 წელი და 3 თვე (ალბათ, საინტერესო დამთხვევაა, რომ ადამინის უფლებების დამრღვევ ამ ბოლო დანაშაულში, თავისი მონაწილეობა აღიარებული აქვს გიორგი ისაკაძეს, იმ bm.ge-ის მეპატრონეს და მთავარ რედაქტორს, რომელთან ინტერვიუშიც ელჩმა ეს განაცხადა)

გერმანიის მთავრობას ადამიანის უფლებების დამრღვევების მიმართ გულწრფელი მიუღებლობა რომ ჰქონოდა, ოფიციალურად ან არ უმასპინძლებდა, ან თუ ეს მასპინძლობა დაუდევრობა იყო, ამ სკანდალის შემდეგ მაინც, გერმანიაში შესვლას აუკრძალავდა წამების და რეკეტის სისტემის ერთ-ერთ მთავარ დადასტურებულ შემოქმედს, რაც არ მომხდარა.

სწორედ ასეთი მაგალითები აჩვენებს, რომ სანქციები თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული და შორსაა ელემენტარული სამართლებრივი პრინციპების პატივისცემისგან, რაც ღრმად არაევროპულია,” – წერს პაპუაშვილი.

Post navigation

Previous: ევროკავშირი თვითონ ცდილობს და იბრძვის გადარჩენისთვის და ვნახოთ, მოხდება თუ არა მათი გადარჩენა. ვფიქრობ, რომ ევროკავშირს აუცილებლად შეეხება ცვლილებები, დაიშლება და სხვა სახით მოხდება მისი ფორმირება
Next: ნიკა გვარამიას 30 ათასი ლარი გირაოს გადახდა დაეკისრა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.