Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროკავშირი თვითონ ცდილობს და იბრძვის გადარჩენისთვის და ვნახოთ, მოხდება თუ არა მათი გადარჩენა. ვფიქრობ, რომ ევროკავშირს აუცილებლად შეეხება ცვლილებები, დაიშლება და სხვა სახით მოხდება მისი ფორმირება

მარშალ პრესი 17/04/2025
tamar chiburdanidze

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე მედიასთან ევროკავშირის მიერ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების გამარტივებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას მედიასთან ეხმიანება. „მათ ამ განცხადებაში მოყვანილი იყო მოლდოვა, უკრაინა და ბალკანეთის ქვეყნებით, მარტო საქართველოზე არ იყო საუბარი. უკრაინაც კი ახსენეს და უკრაინის საკითხის ასე ხსენება მარტივი არ არის, ქვეტექსტში სხვა მესიჯები იკითხებოდა“- წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ევროკავშირი იბრძვის გადარჩენისთვის. ექსპერტის თქმით, ევროკავშირის ამ გადაწყვეტილების მიზანი მხოლოდ საქართველოსნაირი ქვეყნების კონტროლი არ არის და ევროკავშირი იმ საზღვრებში ჩაკეტვას ცდილობს, რაშიც აქამდე იყო, რადგან ამ წუთას გაფართოება არ სურს.

„ევროპას, თავის კონტინენტზე არ აქვს მარტივი სიტუაცია. რაც მათ გუშინ განაცხადეს, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების გამარტივება ხდება, არ არის მხოლოდ იმ მიზნით გაკეთებული განცხადება, რომ ჩვენნაირი ქვეყნები მართონ თავიანთ ჭკუაზე, თუმცა ეს ერთ-ერთი საკითხია. მეორე საკითხია, რომ ევროკავშირი ალბათ უკან იხევს და ცდილობს ჩაიკეტოს იმ საზღვრებში, რაშიც იყო რამდენიმე წლის წინ იმიტომ, რომ მას გაფართოება ამ წუთას არ უნდა. მათ ამ განცხადებაში მოყვანილი იყო მოლდოვა, უკრაინა და ბალკანეთის ქვეყნებით, მარტო საქართველოზე არ იყო საუბარი. უკრაინაც კი ახსენეს და უკრაინის საკითხის ასე ხსენება მარტივი არ არის, ქვეტექსტში სხვა მესიჯები იკითხებოდა. აქედან გამომდინარე, ევროკავშირი თვითონ ცდილობს და იბრძვის გადარჩენისთვის და ვნახოთ, მოხდება თუ არა მათი გადარჩენა. მე მაინც ვფიქრობ, რომ ევროკავშირს აუცილებლად შეეხება ცვლილებები, დაიშლება და სხვა სახით მოხდება მისი ფორმირება,“- განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

Continue Reading

Previous: ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა , ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობას სააღდგომო ნობათები გადასცა
Next: სწორედ ასეთი მაგალითები აჩვენებს, რომ სანქციები თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეულ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025