Skip to content
31/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

ნიკა გვარამიას 30 ათასი ლარი გირაოს გადახდა დაეკისრა

მარშალ პრესი 17/04/2025
gvaramia2

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „ახლის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო, რითიც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროკურორის განმარტებით, გვარამიამ არ შეასრულა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა, რაც საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას გულისხმობს.

სხდომას ესწრებოდა ნიკა გვარამია, რომელიც პროცესზე პოპკორნით მივიდა. პროკურორის თქმით, გვარამიას მხრიდან არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეც.

ნიკა გვარამიას განცხადებით, ის არ აღიარებს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილ კომისიას, რადგან, მისი თქმით, კომისია არაკონსტიტუციურია. როგორც გვარამიამ აღნიშნა, ის არანაირ კომისიაზე მისვლას არ აპირებს. მისივე თქმით, გირაოს თანხის გადახდასაც არ აპირებს.

„ათიდან ათ შეთხვევაში დამოუკიდებელი მოსამართლე ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. გამორიცხული ამბავია. გირაო 30 000 ლარი 50 დღის განმავლობაში – გადავიხდი თუ არა, ვნახავთ. ამას მარტო არ გადავწყვეტ, გადავწყვეტ ჩემს გუნდთან ერთად, რადგან ამ ყველაფერს შემხებლობა და ზემოქმედება ექნება არა მხოლოდ პირადად ჩემზე, არამედ ჩემს პარტიაზე“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე.

Post navigation

Previous: სწორედ ასეთი მაგალითები აჩვენებს, რომ სანქციები თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეულ
Next: ნამდვილად არ მაქვს ისეთი ცუდი წარმოდგენა ქართველ ხალხზე, რომ მისთვის ვიზალიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე იმ ანტიეროვნულ და ანტიქრისტიანულ პოლიტიკაზე უარის თქმა, რომლის თავსმოხვევასაც „დიფ სთეითი“ ცდილობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.