Skip to content
10/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პარტიებად წოდებული ადამიანები, რომლებიც მხოლოდ დესტრუქციაზე არიან გადასული, ნამდვილად ვერ იქნებიან პოლიტიკოსები, ამიტომ, თუ ამ ექსტრემისტების ჯგუფს მეტი ნაწილი გამოაკლდება, ქვეყანა უფრო დამშვიდდება

მარშალ პრესი 09/04/2025
nino tsilosani cilosani

„ის ადამიანები, ვინც ზურა გირჩი ჯაფარიძის პარტიიდან თუ სხვადასხვა პარტიებიდან ტოვებენ საკუთარ რიგებს, რა თქმა უნდა, ყველაზე უკეთ და ყველაზე ადრე ათვიცნობიერებენ ამ მარცხის წინასწარ შედეგებს“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა ოპოზიციაში არსებულ კრიზისზე საუბრისას. ნინო წილოსანს მიაჩნია, რომ „პოლიტიკური ველის გაწმენდის პროცესს ვადგავართ“.

„ყოველდღე ვხედავთ და ვუსმენთ უფრო და უფრო მეტ სასოწარკვეთილ განცხადებებს, მათ შორის, იმედგაცრუებულ პოსტებს, ერთმანეთისთვის შემოძახილებს, რომ როგორღაც არ დაიშალონ მარტივ მამრავლებად, თუმცა ამ პროცესის პარალელურად მეტი ე.წ. ექსტრემალი ტოვებს თავის პარტიის რიგებს. რა თქმა უნდა, პარტიასაც ვეღარ ვუწოდებთ ამ ექსტრემალების დაჯგუფებას, რომელთა მიზანი პირდაპირ ცდება ყველანაირ დემოკრატიულ სტანდარტებს.

პარტიები და პარტიებად წოდებული ადამიანები, როდესაც არ იღებენ მონაწილეობას არც საპარლამენტო მუშაობაში, არც არჩევნებში და მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციაზე არიან გადასული ისინი ნამდვილად ვერ იქნებიან პოლიტიკოსები, ამიტომ, თუ ამ ექსტრემისტების ჯგუფს უფრო და უფრო მეტი მათი ნაწილი გამოაკლდება, რა თქმა უნდა, ქვეყანა უფრო დამშვიდდება და პრინციპში აქეთ მიდის პროცესები. მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ საგამოძიებო კომისიის პირობებში ალბათ ყველასთვის ცხადია, რომ ეს პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“’ თავისი ნაწილაკებით იმ დაშლის პირობებში, როგორი ფორმაც ახლა აქვთ მიღებული აუცილებლად უნდა აიკრძალოს და ანტიკონსტიტუციურად იქნას ცნობილი. ამ პირობებში ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ველი გაიწმინდება და ამ პოლიტიკური ველის გაწმენდის პროცესს ვადგავართ“-განაცხადა ნინო წილოსანმა.

Post navigation

Previous: გურიაში 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგეს
Next: ვიხილეთ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები როგორ დაირაზმნენ, როგორ ჩამოდგნენ და განაცხადეს, რომ საქართველოში მიიღება რუსული კანონი. ჩვენ ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.