Skip to content
10/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

გურიაში 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგეს

მარშალ პრესი 09/04/2025
11

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ოზურგეთელი ნინო თოიძისა და ჩოხატაურელი ნატო გიორგაძის საფლავები ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.

,,საქართველოს უახლეს ისტორიაში 1989 წლის 9 აპრილი ერთ – ერთი ყველაზე ტრაგიკული და მძიმე დღეა. 21 ქართველის სიცოცხლე შეეწირა ამ უთანასწორო ბრძოლას, მათ შორის იყვნენ ჩოხატაურელი ნატო გიორგაძე და ოზურგეთელი ნინო თოიძე. ეს დღე ჩვენს მეხსიერებაში დარჩება როგორც თავისუფლებისთვის და ქვეყნის სიყვარულისთვის ბრძოლის სიმბოლო. მინდა თითოეულ გარდაცვლილს მადლობა გადავუხადო თავისუფლებისთვის”, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

Post navigation

Previous: დადგა დრო, სახელმწიფომ სრულად გააცნობიეროს და აღასრულოს თავისი ფუნდამენტური ფუნქცია – უზრუნველყოს კანონის უზენაესობა და დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი
Next: პარტიებად წოდებული ადამიანები, რომლებიც მხოლოდ დესტრუქციაზე არიან გადასული, ნამდვილად ვერ იქნებიან პოლიტიკოსები, ამიტომ, თუ ამ ექსტრემისტების ჯგუფს მეტი ნაწილი გამოაკლდება, ქვეყანა უფრო დამშვიდდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.