Skip to content
21/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩემი კამერიდან მაყურებინებდნენ, როგორ აწამებდნენ ჩემს შვილს ციხის ეზოში – “ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ლერი ბერიტაშვილი

მარშალ პრესი 08/04/2025
leri beritashvili

ვიგებ, რომ ჩემი შვილი, ჩემი ბიჭი მომიყვანეს ციხეში. ეზოში როგორ აწამებდნენ ჩემს შვილს, ჩემი კამერიდან მაყურებინებდნენ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებულმა, პოლიტიკური პარტია “ქართული პარტიის” იმდროინდელმა წევრმა, ლერი ბერიტაშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, ერთ-ერთი გასეირნების დროს უთხრეს, რომ ის საკანში უნდა დარჩენილიყო, რისი მიზეზიც, როგორც შემდეგ გაირკვა იყო ბერიტაშვილის მიერ საკუთარი შვილის წამების ყურება. “პრაგულკაზე” გაიყვანეს მთელი კამერა.

არ ვიყენებდით ხოლმე გასეირნებას, იმიტომ, რომ დილით თანამშრომლების სმენა რომ იცვლებოდა, თუ გასეირნებაზე გახვიდოდი, სწყინდათ, სმენას თავის დროზე ვერ აბარებდნენ და მერე გვირტყამდნენ, გვიჩეჩავდნენ [ნივთებს] და მთელი დღე დალაგებას ვუნდებოდით და ამიტომ არ გავდიოდით. რატომღაც მე მითხრეს, რომ უნდა დავრჩე კამერაში, მერე მივხვდი, რატომ უნდა დავრჩენილიყავი, რომ ჩემი შვილის წამებისთვის მეყურებინა ეზოში.

მიმახვედრეს იმით, რომ ჩემი შვილი დედის გვარზეა და [გავიგე] – “ვახტანგ ბერიტაშვილი, ხელები უკან”, უცებ, მე მეგონა მამაც დამიჭირეს, რადგან ჩემს შვილს მამაჩემის სახელი ჰქვია და მივვარდი ფანჯარას. რომ დავინახე ჩემი შვილი, საშინელება ჩავიდინე, მოვტეხე ფანჯარას რითაც აღებენ, მრგვალი რკინა, ყველაფერს დავუშინე, იმიტომ, რომ იქ რომ შვილს დაინახავ, რას გააკეთებ, კაცმა არ იცის. ჩემი შვილი ციხეში ჩასვეს, იარაღი ჩაუდეს. რომ დაემძიმებინათ მუხლი, გაზის იარაღი ჩაუდეს, გაუხვრიტეს თვითონ, გადაუკეთეს.” – განაცხადა ლერი ბერიტაშვილმა.

Post navigation

Previous: ეროვნულ გვარდიაში სამხედრო – სარიტუალო სამსახურის დღე აღინიშნა
Next: კომისიაზე ასობით უდანაშაულო ადამიანის წამების შესახებ ვისმენთ, რომლის შემოქმედი „ნაცმოძრაობა“ იყო – ეს არის ევროპული პარტია, ზოგიერთი ელჩის აზრით?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.