Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კომისიაზე ასობით უდანაშაულო ადამიანის წამების შესახებ ვისმენთ, რომლის შემოქმედი „ნაცმოძრაობა“ იყო – ეს არის ევროპული პარტია, ზოგიერთი ელჩის აზრით?

მარშალ პრესი 08/04/2025
guram macharashvili

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ნიკოლოზ ჯანჯალაშვილს მოსმენისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა რიტორიკული კითხვა დასვა.

გურამ მაჭარაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ასობით უდანაშაულო ადამიანის წამების მიუხედავად „ნაცმოძრაობას“ დღემდე ევროპულ პარტიას უწოდებენ ზოგიერთი ქვეყნის ელჩები.

„ალბათ ყველას გახსოვთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ზოგიერთი ქვეყნის და მათ შორის, ევროკავშირის ელჩმაც, წინასაარჩევნო კამპანია რომ წამოიწყეს, რა დროსაც ჩავიდნენ რეგიონებში და ხალხს მოუწოდებდნენ, რომ ევროპული პარტიებისთვის და პირველ რიგში – „ნაცმოძრაობისთვის“ მხარი დაეჭირათ. რიტორიკულ კითხვას ვსვამ: რა საშინელებაც აქ მოყევით, რაც მანამდე თქვენმა წინამორბედებმა მოგვიყვეს, ამის მერე „ნაცმოძრაობა“ არის ევროპული პარტია, რომლის რეჟიმის დროსაც ხალხს ასე აწამებდნენ?

კომისიაზე ვუსმენთ, რომ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს აბსოლუტურად უდანაშაულო ასობით ადამიანიდან, რომლებიც ციხეში მოხვდნენ, ზოგმა ელენთა დაკარგა, ზოგი ჭკუიდან გადავიდა, ზოგი კი საერთოდ ცოცხალი ვერ გამოვიდა ციხიდან და ამის შემოქმედი „ნაცმოძრაობა“ იყო და არის ევროპული პარტია? თუ ამ კომისიასაც ცირკს უწოდებენ ზოგიერთი ქვეყნის ელჩები, „ლელოს“ ლიდერების მსგავსად?“ – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ჩემი კამერიდან მაყურებინებდნენ, როგორ აწამებდნენ ჩემს შვილს ციხის ეზოში – “ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ლერი ბერიტაშვილი
Next: რასაც პირადად მე, თქვენ (ნაცებს) გიკეთებთ, მხოლოდ 1%-ია იმის, რაც მართლა ყველა მართალი ქართველი კაცისგან გეკუთვნით! გპირდებით, იმ დანარჩენ 99%-ს დაგმართებთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.