Skip to content
31/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეროვნულ გვარდიაში სამხედრო – სარიტუალო სამსახურის დღე აღინიშნა

მარშალ პრესი 08/04/2025
40

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო – სარიტუალო სამსახურს დაარსებიდან 29 წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით ეროვნული გვარდიის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ სამხედრო – სარიტუალო სამსახურის პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა, მათ პროფესიული დღე მიულოცა, ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ქვედანაყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ღონისძიება სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით გაიხსნა. სარიტუალო სამსახურის პირადმა შემადგენლობამ სტუმრებს საჩვენებელი გამოსვლა შესთავაზა. ღონისძიების ფარგლებში სამხედროების უწყებრივი მედლებით დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა.

სამხედრო – სარიტუალო სამსახურის პირველი დანაყოფი – „ცალკეული საპატიო ყარაულის ასეული“ 1996 წლის 8 აპრილს ჩამოყალიბდა, 2022 წლის 23 დეკემბერს საპატიო ყარაულს სახელწოდება შეეცვალა და „სამხედრო – სარიტუალო სამსახური“ ეწოდა. „სამხედრო – სარიტუალო სამსახური“ მონაწილეობს სააღლუმო, სადღესასწაულო, პატივის მიგების, ასევე, უმაღლესი რანგის ოფიციალური დელეგაციების დახვედრისა და გაცილების ცერემონიებში. სამხედრო – სარიტუალო სამსახურში ჩარიცხვამდე მერიტუალეები სპეციალურ შერჩევასა და მომზადებას გადიან.

Post navigation

Previous: სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ ბუტა რობაქიძე მოკლა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა და რომ არა ამ მანკიერი ხელისუფლების ცვლილება შემდეგი იქნებოდით თქვენ
Next: ჩემი კამერიდან მაყურებინებდნენ, როგორ აწამებდნენ ჩემს შვილს ციხის ეზოში – “ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ლერი ბერიტაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.