Skip to content
08/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრეზიდენტი: მივმართავ ოპოზიციას, რომ შეაჩეროს დესტრუქციული ინფორმაციის მიწოდება ამ გადამწყვეტ მომენტში

მარშალ პრესი 14/06/2022
ზურაბიშვილი

მივმართავ ოპოზიციას, რომ შეაჩეროს დესტრუქციული ინფორმაციის მიწოდება ამ გადამწყვეტ მომენტში იმ მიზნით, რომ ხელისუფლების დესტაბილიზაციას მათი ძალაუფლებაში მოსვლა მოჰყვება, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

„დღეს საკითხი სხვანაირად დგას. ვინც აიყვანა საქართველო ამ ახალ საფეხურზე, ის დაიმსახურებს ხალხის მადლიერებას და გაიმყარებს პოლიტიკურ მომავალს. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველანი ამას გავიაზრებთ და ერთად ვიდგებით ამ უმნიშვნელოვანეს გზაზე. მე ამ გზისთვის ჩამოვედი საქართველოში. ამ გზის გამო წავიდნენ ჩემი წინაპრები. მიზანი ის კი არ არის, რომ კიდევ უფრო მეტი ქართველი წავიდეს ევროპაში ან, როგორც ზოგი ოცნებობს, რომ მე გადავდგე და პარიზში წავიდე. მიზანი ისაა, რომ ჩვენ ყველა აქ ერთად ვიცხოვროთ იმ ოცნების საქართველოში, რომელიც იქნება ევროპულიც და ძალიან ქართულიც“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

Continue Reading

Previous: მარინა კალიურანდი: სამი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას განვიხილავთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო
Next: სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრები ცნობილია! 2022 წლის 10-16 ივლისს მესტიაში, სვანეთის საერთაშორისო ფილმების ფესტივალის მეორე გამოშვება ჩატარდება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025