Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

მარინა კალიურანდი: სამი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას განვიხილავთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო

მარშალ პრესი 14/06/2022
მარინა კალიურანდი

ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდის განცხადებით, სამი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ევროკავშირი განიხილავს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო და ომი რომ არ ყოფილიყო, სამი ქვეყნის კანდიდატობაზე და კანდიდატობის მიზანშეწონილობაზე დღეს მსჯელობა არ იქნებოდა.

„კომპლექსური დისკუსიები მიმდინარეობს. თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ სამი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას განვიხილავთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო. ომი რომ არ ყოფილიყო, სამი ქვეყნის კანდიდატობაზე და კანდიდატობის მიზანშეწონილობაზე არ ვიმსჯელებდით. ომის გარეშე ტრიოდან არცერთი ქვეყანა კანდიდატის სტატუსისთვის მზად არ იქნებოდა. ეს არის ფაქტი და ეს არის რეალობა. უკრაინამ გახსნა სამივე ასოცირებული სახელმწიფოსთვის შესაძლებლობების ფანჯარა, მაგრამ როდესაც ფანჯარა გაიღება, მაშინ არის პოლიტიკური განცხადებებიც, პოლიტიკური გადაწყვეტილებაც და მოთხოვნებიც, რომლებიც ყველასთვის საერთოა. ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება ყველას ვალდებულებაა, ვისაც გაწევრიანება სურს. უკრაინას დღეს სჭირდება პოლიტიკური მხარდაჭერა უმაღლეს დონეზე. ევროპა გადაღლილია ომით, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ უკრაინისთვის საჭირო იარაღის გადასაცემად და ამ დროს, მინიმუმი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება“, – აცხადებს მარინა კალიურანდი.

Post navigation

Previous: მარინა კალიურანდი: ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას საფუძველი უნდა ჰქონდეს – მოუმზადებელი საკითხის რეზოლუციაში დამატება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია
Next: პრეზიდენტი: მივმართავ ოპოზიციას, რომ შეაჩეროს დესტრუქციული ინფორმაციის მიწოდება ამ გადამწყვეტ მომენტში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.