Skip to content
09/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრები ცნობილია! 2022 წლის 10-16 ივლისს მესტიაში, სვანეთის საერთაშორისო ფილმების ფესტივალის მეორე გამოშვება ჩატარდება

მარშალ პრესი 14/06/2022
კინო

სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრები ცნობილია! 2022 წლის 10-16 ივლისს , მესტიაში, სვანეთის საერთაშორისო ფილმების ფესტივალის მეორე გამოშვება ჩატარდება, რომელიც მსოფლიო კინოფესტივალების განუყოფელი ნაწილი გახდა. კინოფესტივალის დამფუძნებელია რეჟისორი მარიამ ხაჭვანი და თეიმურაზ ჩხვიმიანი.30მაისს შეწყდა ფილმების მიღება,ფესტივალზე მოსულ სტუმრებს ბევრი საინტერესო ახალი ფილმის ყურება შეგეძლებათ.მათ შორის უმრავლესობა უცხოური კინოა.ასევე უკვე ცნობილია სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჟიურის წევრები.

ჟიურის თავმჯდომარე – გახლავთ ფრანგი რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი ვიმ ვანაკერია. ის,ასევე, გახლავთ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამერი.

ჟიურის წევრი -ცნობილი ქართველი რეჟისორი გელა ბაბლუანია.მისმა ფილმმა “13 ცამეტი” უდიდესი წარმატება ჰპოვა, წილად ხვდა არაერთი საერთაშორისო ჯილდო.

ჟიურის წევრი- სამეჰ ალა ისტორიაში პირველი ეგვიპტელი რეჟისორია,რომელმაც კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტო მიიღო.მაშ ასე ,კინომოყვარულებს 10-16ივლიისს მესტია დაუვიწყარ ფესტივალს გპირდებათ. აღსანიშნავია, ფესტივალის მხარდაჭერები:საქართველოს კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ,ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სასტუმრო “ფოსტა”,“თელიანი ველი“, მესტიის მუნიციპალიტეტი და ფრანგული ინსტიტუტი.

ფესტივალის მეორე გამოშვება სტუმრების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მოწვეულნი არიან კანის კინოფესტივალის ოთხი წარმომადგენელი, ბერლინალეს კინოფესტივალის ორი წარმომადგენელი, სანდესის, ტალინის, გეტებორგის , ლოკარნოსა და სხვადასხვა A კლასის კინოფესტივალის წარმომადგენლები.
სამეჰ ალა                                                           

მარიამ ხაჭვანი -რეჟისორი, ფესტივალის დამფუძვნებელი
გელა ბაბლუანი-რეჟისორი ფესტივალის ჟიურ
ვიმ ვანაკერი- ფესტივალის ჟიურის წევრი

Continue Reading

Previous: პრეზიდენტი: მივმართავ ოპოზიციას, რომ შეაჩეროს დესტრუქციული ინფორმაციის მიწოდება ამ გადამწყვეტ მომენტში
Next: ირაკლი კობახიძე: ჩვენ დავუმტკიცეთ ადამიანებს, რომ გახარია არის ლუზერი და დავაბრუნეთ ისინი „ქართულ ოცნებაში“

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025