Skip to content
21/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

მარინა კალიურანდი: ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას საფუძველი უნდა ჰქონდეს – მოუმზადებელი საკითხის რეზოლუციაში დამატება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია

მარშალ პრესი 14/06/2022
მარინა კალიურანდი

ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა, „ქრონიკასთან“ განმარტა, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას. კალიურანდი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება სერიოზული განაცხადია, რომელსაც საფუძველი უნდა ჰქონდეს.

„როდესაც სანქციას ითხოვ ივანიშვილზე და იმავე რეზოლუციაში ითხოვ კანდიდატობას, ვფიქრობ, ეს არასერიოზულია. მე ეს ვუთხარი ჩემს კოლეგებსაც. ცვლილებების გამო, რომლებიც კენჭისყრის დროს დადგა, გადავწყვიტე, არ მიმეცა ხმა რეზოლუციისთვის. რეზოლუციას ხმა სამი პოლიტიკური ჯგუფის წარმოდგენილი ცვლილების გამო არ მივეცი, რომელიც ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციას ეხება. მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციის დაწესება ძალიან სერიოზული განცხადებაა – სანქციების დაწესებას საფუძველი უნდა ჰქონდეს. როდესაც ჩვენ მედიის თავისუფლებაზე დებატები მოვამზადეთ, მოუმზადებელი საკითხის რეზოლუციაში დამატება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია“, – აღნიშნა მარინა კალიურანდმა.

Continue Reading

Previous: ირლანდიის სენატი: კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში რომელიმე ქვეყნის უკან ჩამოტოვება გამანადგურებელ გავლენას მოახდენს საზოგადოების პროევროპულ განწყობებზე, ხოლო რუსეთს „მწვანე შუქს“ აუნთებს
Next: მარინა კალიურანდი: სამი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას განვიხილავთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025