Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სამთავრობო ცვლილებები ემსახურება სისტემის კიდე უფრო მეტად გაჯანსაღებას, ჩვენ გვყავს ძალიან კარგი გუნდი, რომელიც შედგება პროფესიონალებისგან, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გაგრძელდეს ქვეყნის ეფექტიანი და სწრაფი განვითარება

მარშალ პრესი 05/04/2025
irakli kobakhidze3

სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა სამთავრობო ცვლილებებს, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ცვლილებები ემსახურება სისტემის კიდე უფრო მეტად გაჯანსაღებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ყოველთვის, ნებისმიერ გუნდში საჭიროა განახლება და ბოლო დღეებში განვითარებული პროცესები კიდევ უფრო მეტად გააჯანსაღებს მთავრობის საქმიანობას.

„საუბარი არ მაქვს პერსონალურ საკითხებზე, ყოველთვის არის საჭირო განახლება ნებისმიერ გუნდში და ამ შემთხვევაშიც, ვფიქრობთ, რომ ის პროცესები, რომლებიც განვითარდა გასულ დღეებში, კიდევ უფრო მეტად გააჯანსაღებს მთავრობის საქმიანობას. ამას უზრუნველყოფს ის გუნდი, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი გუნდი, რომელიც შედგება პროფესიონალებისგან, მათ შორის, ვგულისხმობ ახლად დანიშნულ თანამდებობის პირებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის ეფექტიანი, სწრაფი განვითარება,“- განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: გელათში ჩატარებული სამუშაოები გათვლილია იმ შედეგზე, რასაც გელათის სამონასტრო კომპლექსის სრულად აღდგენა ჰქვია, თითოეული ჩვენგანის უდიდესი პასუხისმგებლობაა, დავიცვათ და მომავალ თაობებს შემოვუნახოთ ეს უძვირფასესი მემკვიდრეობა
Next: ცესკო არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საუკეთესოდ მოაწესრიგოს საარჩევნო პროცედურები, ყველა წინა არჩევნები ცესკომ ჩაატარა ძალიან გამართულად, თუმცა დახვეწის რესურსი ყოველთვის არსებობს, არავის უკვირს სპეკულაციები NGO-ებისგან, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული გაყალბებაში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025