Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ცესკო არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საუკეთესოდ მოაწესრიგოს საარჩევნო პროცედურები, ყველა წინა არჩევნები ცესკომ ჩაატარა ძალიან გამართულად, თუმცა დახვეწის რესურსი ყოველთვის არსებობს, არავის უკვირს სპეკულაციები NGO-ებისგან, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული გაყალბებაში

მარშალ პრესი 05/04/2025
irakli kobakhidze

ცესკო არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საუკეთესოდ მოაწესრიგოს საარჩევნო პროცედურები, ყველა წინა არჩევნები ცესკომ ჩაატარა ძალიან გამართულად, თუმცა დახვეწის რესურსი ყოველთვის არსებობს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იყო გარკვეული პრაქტიკული სირთულეები, რომელთა დაძლევასაც ემსახურება  ცესკოს დადგენილება.

„რეალურად, ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება ცესკოს მიერ. ამ შემთხვევაში იყო გარკვეული პრაქტიკული სირთულეები, რომელთა დაძლევასაც ემსახურება შესაბამისი გადაწყვეტილება. სირთულეები რომ იყო, ეს აჩვენა წინა არჩევნების პრაქტიკამაც. ძალიან ხშირად, მათ შორის, ბოროტად გამოიყენებოდა გარკვეული სტატუსი, რომელიც ჰქონდათ კონკრეტულ ადამიანებს. ეს არის ცესკოს ფუნქცია.

ცესკო არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საუკეთესოდ მოაწესრიგოს საარჩევნო პროცედურები. ყველა წინა არჩევნები ცესკომ ჩაატარა ძალიან გამართულად, თუმცა დახვეწის რესურსი ყოველთვის არსებობს. რაც შეეხება სპეკულაციებს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ამას, დიდი ხანია, მიჩვეული ვართ და ახლაც არავის უკვირს, მით უმეტეს, როდესაც აქ საუბარია ადამიანებზე, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული გაყალბებაში, ვგულისხმობ პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებას. შეგახსენებთ, რომ მხოლოდ ISFED-ს არ გაუყალბებია ეს შედეგები.

გაყალბებული შედეგებით მანიპულირებდა ყველაზე მდიდარი NGO-ების მთელი სპექტრი, მათ შორის იყო, რა თქმა უნდა, „საერთაშორისო გამჭირვალობაც“. გამყალბებლები სპეკულირებენ, მაგრამ მათ სპეკულაციებს ვერ ექნება ვერავითარი ფასი გამომდინარე იქიდან, რომ ქართულმა საზოგადოებამ იცის ყველაფერი ამ ორგანიზაციის შესახებ“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Continue Reading

Previous: სამთავრობო ცვლილებები ემსახურება სისტემის კიდე უფრო მეტად გაჯანსაღებას, ჩვენ გვყავს ძალიან კარგი გუნდი, რომელიც შედგება პროფესიონალებისგან, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გაგრძელდეს ქვეყნის ეფექტიანი და სწრაფი განვითარება
Next: მიიღო კბილებში – ვატო შაქარიშვილი “მთავარი არხის” ჟურნალისტზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025