Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გელათში ჩატარებული სამუშაოები გათვლილია იმ შედეგზე, რასაც გელათის სამონასტრო კომპლექსის სრულად აღდგენა ჰქვია, თითოეული ჩვენგანის უდიდესი პასუხისმგებლობაა, დავიცვათ და მომავალ თაობებს შემოვუნახოთ ეს უძვირფასესი მემკვიდრეობა

მარშალ პრესი 05/04/2025
irakli kobakhidze2

გელათის მდიდარი ისტორია და საკაცობრიო მნიშვნელობა თითოეულ ჩვენგანს გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას – დავიცვათ და მომავალ თაობებს შემოვუნახოთ ეს უძვირფასესი მემკვიდრეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გელათის მონასტრის კედლის მხატვრობისა და მოზაიკის საკონსერვაციო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გელათი საუკუნეების განმავლობაში იყო და რჩება საქართველოს სულიერებისა და კულტურის უმნიშვნელოვანეს კერად.

„გელათის უნიკალური ხუროთმოძღვრული ანსამბლის უნივერსალური ღირებულება აღიარებულია იუნესკოს მიერ. გელათის მდიდარი ისტორია და საკაცობრიო მნიშვნელობა თითოეულ ჩვენგანს გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას, დავიცვათ და მომავალ თაობებს შემოვუნახოთ ეს უძვირფასესი მემკვიდრეობა. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც გელათი უახლოეს წარსულში იდგა; მათ შორის იყო სერიოზული რისკი იმისა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსი შეიძლებოდა, ამორიცხულიყო კიდეც მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან, თუმცა, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძელით სტატუსის შენარჩუნება”, – განაცხადა პრემიერმა და ამ მნიშვნელოვან საქმეში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა.

ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრად დამტკიცებიდან მალევე გელათში სტუმრობა გაიხსენა, როდესაც სამონასტრო კომპლექსში საკმაოდ რთული ვითარება იყო და სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი დროებითი კონსტრუქციის აგება იწყებოდა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გელათის ტაძარში ერთი თვის წინაც იმყოფებოდა და უკვე ჩატარებულია მნიშვნელოვანი სამუშაო.

“ეს სამუშაოები არის სწორად დაგეგმილი და ზუსტად გათვლილი იმ შედეგზე, რასაც ჰქვია სამონასტრო კომპლექსის სრულად აღდგენა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა უცხოელი ექსპერტების წვლილს გელათის აღდგენის საქმეში და მათ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხა

Continue Reading

Previous: ხელისუფლებისა და ეკლესიის თანამშრომლობის გარეშე გელათის რეაბილიტაციის პროცესი სწორად ვერ წარიმართებოდა, დარწმუნებულები ვართ, ძალიან მალე დაგვიბრუნდება გელათის სამონასტრო კომპლექსი
Next: სამთავრობო ცვლილებები ემსახურება სისტემის კიდე უფრო მეტად გაჯანსაღებას, ჩვენ გვყავს ძალიან კარგი გუნდი, რომელიც შედგება პროფესიონალებისგან, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გაგრძელდეს ქვეყნის ეფექტიანი და სწრაფი განვითარება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025