Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ხელისუფლებისა და ეკლესიის თანამშრომლობის გარეშე გელათის რეაბილიტაციის პროცესი სწორად ვერ წარიმართებოდა, დარწმუნებულები ვართ, ძალიან მალე დაგვიბრუნდება გელათის სამონასტრო კომპლექსი

მარშალ პრესი 05/04/2025
irakli kobakhidze
მთავრობამ და ეკლესიამ შევიმუშავეთ ერთობლივი გეგმა, რაც იყო საკვანძო მნიშვნელობის საკითხი, ხელისუფლებისა და ეკლესიის თანამშრომლობის გარეშე გელათის რეაბილიტაციის პროცესი სწორად ვერ წარიმართებოდა, თანამშრომლობის ეს ფორმა სრულად შეესაბამება იუნესკოს პრინციპებსა და მოთხოვნებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გელათის მონასტრის კედლის მხატვრობისა და მოზაიკის საკონსერვაციო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა უზრუნველყოფს ღონისძიებების სწორად და სათანადოდ წარმართვას.
„გვაქვს კოორდინირებული სტრატეგია – საპატრიარქო, როგორც ძეგლის მესაკუთრე, პასუხისმგებლობას იღებს სამუშაოების მეთოდოლოგიაზე, მთავრობა კი, უზრუნველყოფს სრულ ფინანსურ და მატერიალურ მხარდაჭერას, რაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა. თანამშრომლობის ეს ფორმა სრულად შეესაბამება იუნესკოს პრინციპებსა და მოთხოვნებს, რაც გულისხმობს იმას, რომ ძეგლების მოვლა-პატრონობის პროცესი უნდა იყოს თანამონაწილეობითი, უნდა ითვალისწინებდეს ფართო ჩართულობას. ეს თანამშრომლობა ქმნის ახალ გამოცდილებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში და მნიშვნელოვანია, ასეთი ფორმით განხორციელდეს ყველა შესაბამისი პროექტი. დარწმუნებული ვარ, რომ კომიტეტის მუშაობა იქნება ძალიან ნაყოფიერი და შედეგიანი და ეს მნიშვნელოვანია როგორც მიმდინარე პროცესის სწორად წარმართვისთვის, ასევე სამომავლო, გრძელვადიანი სტრატეგიის დასაგეგმად. მინდა, საქართველოს მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ დაგპირდეთ თანადგომას ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში. დარწმუნებულები ვართ, ძალიან მალე ჩვენ დაგვიბრუნდება გელათის სამონასტრო კომპლექსი, ეს უძვირფასესი ტაძარი, ხარაჩოების, დროებითი კონსტრუქციების გარეშე, სრულად აღდგენილი და ყველა კიდევ ერთხელ ვიამაყებთ ჩვენი ქვეყნის ამ უძვირფასესი მემკვიდრეობით,“- აღნიშნა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: გაყალბებით ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი ფინანსდება უკვე არა USAID-ის, არამედ ბრიტანული ფონდის მიერ – ანუ “დიფ სთეითი” კვლავაც აქტიურობს, როდესაც „დიფ სთეითის“ ინტერესები უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენ ბოლომდე დავდგებით ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე
Next: გელათში ჩატარებული სამუშაოები გათვლილია იმ შედეგზე, რასაც გელათის სამონასტრო კომპლექსის სრულად აღდგენა ჰქვია, თითოეული ჩვენგანის უდიდესი პასუხისმგებლობაა, დავიცვათ და მომავალ თაობებს შემოვუნახოთ ეს უძვირფასესი მემკვიდრეობა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025