Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გაყალბებით ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი ფინანსდება უკვე არა USAID-ის, არამედ ბრიტანული ფონდის მიერ – ანუ “დიფ სთეითი” კვლავაც აქტიურობს, როდესაც „დიფ სთეითის“ ინტერესები უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენ ბოლომდე დავდგებით ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე

მარშალ პრესი 05/04/2025
irakli kobakhidze

გაყალბებით ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი ფინანსდება უკვე არა USAID-ის, არამედ ბრიტანული ფონდის მიერ ანუ “დიფ სთეითი” კვლავაც აქტიურობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.

პრემიერის თქმით, ბრიტანული სტრუქტურები გამოიყენება იმისათვის, რომ „დიფ სთეითმა“ საქართველოში საკუთარი ინტერესები გაატაროს, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ბოლომდე დადგება ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე.

„ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ “დიფ სთეითი” შესუსტებულია აშშ-ში, თუმცა, ამ ფონზე “დიფ სთეითი” შეეცდება, ევროპული სტრუქტურები გამოიყენოს კიდევ უფრო აქტიურად იგივე პროცესების წარსამართად, რომლებიც წარიმართებოდა გასული წლების განმავლობაში. ხედავთ, მაგალითად, რომ გაყალბებით ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი ფინანსდება უკვე არა USAID-ის, არამედ ბრიტანული ფონდის მიერ. ანუ “დიფ სთეითი” კვლავაც აქტიურობს, თუმცა ჩვენ გასულ წლებშიც ვიცავდით ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, მიუხედავად უცხოური დაფინანსების მანკიერი და გაუმჭვირვალე პრაქტიკისა და მომავალშიც, მიუხედავად ასეთი პრაქტიკისა, იქნება დაცული ჩვენი ქვეყნის ინტერესები.

„დიფ სთეითს“ ჰქონდა მანკიერი ზრახვები საქართველოს წინააღმდეგ და, სამწუხაროდ, ეს კვლავაც აქტუალურია, ბრიტანული სტრუქტურები უბრალოდ გამოიყენება იმისათვის, რომ „დიფ სთეითმა“ საქართველოში საკუთარი ინტერესები გაატაროს, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები და როდესაც „დიფ სთეითის“ ინტერესები უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლომდე დავდგებით ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე“, – განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: ჯაფარიძესა და ხაზარაძეს არაფერი აქვთ სათქმელი, ისინი გაურბიან მისვლას საგამოძიებო კომისიაში, ეს არის მათი არჩევანი, საქართველოში მოქმედებს კანონები და ამ კანონების მიხედვით გაგრძელდება პროცედურები
Next: ხელისუფლებისა და ეკლესიის თანამშრომლობის გარეშე გელათის რეაბილიტაციის პროცესი სწორად ვერ წარიმართებოდა, დარწმუნებულები ვართ, ძალიან მალე დაგვიბრუნდება გელათის სამონასტრო კომპლექსი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025