Skip to content
20/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ირლანდიის სენატი: კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში რომელიმე ქვეყნის უკან ჩამოტოვება გამანადგურებელ გავლენას მოახდენს საზოგადოების პროევროპულ განწყობებზე, ხოლო რუსეთს „მწვანე შუქს“ აუნთებს

მარშალ პრესი 14/06/2022
ირლანდიის სენატი

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ასოცირებული ტრიოს ქვეყნების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები სინქრონიზებული იყოს და ასოცირებული ტრიო არ გაიყოს განსხვავებული რეაგირებით კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გეოპოლიტიკური კონტექსტის სრული გაცნობიერებით, და ამავე დროს შენარჩუნდეს დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომა გაწევრიანების პროცესში, – ნათქვამია ირლანდიის სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ პროცესში რომელიმე ქვეყნის უკან ჩამოტოვება გამანადგურებელ გავლენას მოახდენს საზოგადოების პროევროპულ განწყობებზე, ხოლო რუსეთს „მწვანე შუქს“ აუნთებს არაპროგნოზირებადი დესტრუქციული ქმედებებისთვის“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

რეზოლუცია აღიარებს საქართველოს პროგრესს და ევროკავშირთან დაახლოების მაღალ დონეს და მტკიცე რეკომენდაციას იძლევა, შენარჩუნდეს პოლიტიკური იმპულსი და საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ევროსაბჭოს სხდომაზე, რომელიც ივნისში გაიმართება.

რეზოლუცია აფასებს საქართველოს ხალხსა და მთავრობას ბოლო წლებში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისთვის, რომელიც მიმართულია დემოკრატიის კონსოლიდაციაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე, კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლებისა და კარგი მმართველობის უზრუნველყოფაზე, ასევე მთავრობის გამჭვირვალობისა და სასამართლო დამოუკიდებლობის განმტკიცებაზე.

რეზოლუცია რეკომენდაციას უწევს ირლანდიის მთავრობას მხარი დაუჭიროს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში, რაც დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან და სტიმულს მისცემს, გააგრძელოს დემოკრატიის განმტკიცებისა და კონსოლიდაციის რეფორმების განხორციელება.

Continue Reading

Previous: პრეზიდენტი რეზოლუციაზე: ტექსტში ფაქტობრივი უზუსტობები და დაუსაბუთებელი ბრალდებები მიანიშნებს, რომ ევროპარლამენტში სათანადო მუშაობა არ გაიწია – თავის მხრივ, ოპოზიცია საკუთარი მიზნების მისაღწევად მუშაობდა
Next: მარინა კალიურანდი: ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას საფუძველი უნდა ჰქონდეს – მოუმზადებელი საკითხის რეზოლუციაში დამატება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025