Skip to content
14/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრეზიდენტი რეზოლუციაზე: ტექსტში ფაქტობრივი უზუსტობები და დაუსაბუთებელი ბრალდებები მიანიშნებს, რომ ევროპარლამენტში სათანადო მუშაობა არ გაიწია – თავის მხრივ, ოპოზიცია საკუთარი მიზნების მისაღწევად მუშაობდა

მარშალ პრესი 14/06/2022
სალომე ზურაბიშვილი1

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში ბრიფინგი გამართა. სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაზე გაამახვილა.

„გაფუჭებული საქმე აშკარად გამოვლინდა სხვადასხვა კუთხით. პირველია ევროპარლამენტის რეზოლუცია. ეს ყველაზე ნათლად გამოჩნდა იმ ნაწილში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე აპელირებს. ასეთი ტექსტი, თავისი ფაქტობრივი უზუსტობებითა და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია – რომ არ იქნა გაწეული სათანადო მუშაობა ევროპარლამენტის იმ პარტიებთან, რომლებიც ამ რეზოლუციის მომზადებაში მონაწილეობდნენ. ეს ევროპარლამენტის ყველა პარტიას ეხებოდა. თავის მხრივ, ოპოზიცია საკუთარი მიზნების მისაღწევად მუშაობდა, მთავრობას კი, ის სამუშაო, რომელიც ევალებოდა, ამ პარტიას, არ ჩაუტარებია. არჩია ხან დუმილი და ხან – შეურაცხყოფით პასუხი სერიოზულ კითხვებზე/. უნდა გვესმოდეს, რომ ეს რეზოლუცია, უფრო, განწყობის გამოხატვაა, ვიდრე – რამე გადაწყვეტილების დაანონსება, რომლის ფაქტობრივი საფუძველი ამჟამად არ არსებობს. საზოგადოება შეცდომაში შეყვანილი არ უნდა იყოს. ეს რეზოლუცია, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთგვარი გაღიზიანების გამოვლენა – ზოგი რადიკალური ოპოზიციის თანმიმდევრული მუშაობისა და ხელისუფლების დუმილისა და უმოქმედობის შედეგია. ის ჯერ არც გადაწყვეტილებას წარმოადგენს და არც მზაობას ევროკავშირის მხრიდან, რომ ასეთ ზომებს მიმართოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Continue Reading

Previous: ირლანდიის სენატის რეზოლუცია: ვაღიარებთ საქართველოს მიღწევებს ევროინტეგრაციის გზაზე – ვაფასებთ საქართველოს ხალხსა და მთავრობას ბოლო წლებში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისთვის
Next: ირლანდიის სენატი: კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში რომელიმე ქვეყნის უკან ჩამოტოვება გამანადგურებელ გავლენას მოახდენს საზოგადოების პროევროპულ განწყობებზე, ხოლო რუსეთს „მწვანე შუქს“ აუნთებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025