Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ირლანდიის სენატის რეზოლუცია: ვაღიარებთ საქართველოს მიღწევებს ევროინტეგრაციის გზაზე – ვაფასებთ საქართველოს ხალხსა და მთავრობას ბოლო წლებში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისთვის

მარშალ პრესი 14/06/2022
ირლანდიის სენატი

ირლანდიის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც აღიარებს საქართველოს მიღწევებს ევროინტეგრაციის გზაზე და მოუწოდებს საქართველოს, შეინარჩუნოს ხელშესახები პროგრესი ევროკავშირთან შემდგომი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში.

რეზოლუცია აფასებს საქართველოს ხალხსა და მთავრობას ბოლო წლებში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისთვის, რომელიც მიმართულია დემოკრატიის კონსოლიდაციაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე, კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლებისა და კარგი მმართველობის უზრუნველყოფაზე, ასევე მთავრობის გამჭვირვალობისა და სასამართლო დამოუკიდებლობის განმტკიცებაზე.

რეზოლუცია რეკომენდაციას უწევს ირლანდიის მთავრობას მხარი დაუჭიროს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში, რაც დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან და სტიმულს მისცემს, გააგრძელოს დემოკრატიის განმტკიცებისა და კონსოლიდაციის რეფორმების განხორციელება.

რეზოლუცია აღიარებს საქართველოს პროგრესს და ევროკავშირთან დაახლოების მაღალ დონეს და მტკიცე რეკომენდაციას იძლევა, შენარჩუნდეს პოლიტიკური იმპულსი და საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ევროსაბჭოს სხდომაზე, რომელიც ივნისში გაიმართება.

Post navigation

Previous: პრეზიდენტი: მივმართავ 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს – თუ დაფიქრდებიან, შეიძლება, ეს გამოსვლა გადაიდოს, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება – ახლა პოლიტიკური ამბიციების გამოჩენისა და საზოგადოების გახლეჩისა და დაყოფის დრო არაა
Next: პრეზიდენტი რეზოლუციაზე: ტექსტში ფაქტობრივი უზუსტობები და დაუსაბუთებელი ბრალდებები მიანიშნებს, რომ ევროპარლამენტში სათანადო მუშაობა არ გაიწია – თავის მხრივ, ოპოზიცია საკუთარი მიზნების მისაღწევად მუშაობდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.