Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბოლო დღეების ისტერია უსამშობლო კოლექტიური “ნაცმოძრაობის” და დაფინანსების გარეშე დარჩენილი ე.წ. არასამთავრო ორგანიზაციების მხრიდან, ემსახურება ერთ მიზანს – თავს მოახვიონ საზოგადოებას უბინძურესი აღქმები

მარშალ პრესი 29/03/2025
irakli kircxalia

ბოლო დღეების ისტერია უსამშობლო კოლექტიური “ნაცმოძრაობის” და დაფინანსების გარეშე დარჩენილი ე.წ. არასამთავრო ორგანიზაციების მხრიდან, ემსახურება ერთ მიზანს – როგორც 2012 წლამდე მათი რეჟიმის დროს, ასევე 2012-დან დღემდე თავს მოახვიონ საზოგადოებას უბინძურესი აღქმები, – წერს ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი კირცხალია, სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, ზემოთ ხსენებულმა ხალხმა, 2008 წელს, როდესაც დაღუპული გმირები ჯერ კიდევ ბრძოლის ველზე იწვნენ, რუსთაველზე ქვეყანა აზეიმეს, შემდეგ კი ქართველ სამხედროებს ომის დანაშაული დააბრალა.

კირცხალიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდებმა თვალყური ადევნონ საგამოძიებო კომისიის სხდომებს, რათა, რაც შეიძლება ნაკლები ახალგაზრდა მოექცეს აგენტურისა და მათი პატრონების ბინძური აღქმების ქვეშ.

“ბოლო დღეების ისტერია უსამშობლო კოლექტიური “ნაცმოძრაობის” და დაფინანსების გარეშე დარჩენილი ე.წ. არასამთავრო ორგანიზაციების მხრიდან, ემსახურება ერთ მიზანს – როგორც 2012 წლამდე მათი რეჟიმის დროს, ასევე 2012-დან დღემდე თავს მოახვიონ საზოგადოებას უბინძურესი აღქმები.

ეს ის ხალხია, ვინც 2008 წელს, როდესაც ჩვენი დაღუპული გმირი ბიჭები ჯერ კიდევ ბრძოლის ველზე იწვნენ, რუსთაველზე ქვეყანა აზეიმეს. ეს ის ხალხია, ვინც ომის შემდეგ ომის დაწყება აღიარა. ეს ის ხალხია, ვინც ჩვენს სამხედროებს ომის დანაშაული დააბრალა. ეს ის ხალხია, ვინც სამი წლის წინ რუსთაველზე ბომბების წვიმას ნატრულობდა. ეს ის ხალხია ვინც შვილის მიერ მშობლის უარყოფას ტაში დაუკრა, და ბოლოს ეს ის ხალხია ვინც ცდილობს თავისი ბინძური წარსული და ზრახვები ანწუხელიძის სახელს ამოაფაროს.

P.S. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა ყურადღებით ადევნონ თვალ-ყური საქართველოს პარლამენტში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესს, რადგან რაც შეიძლება ნაკლები ჩვენი ახალგაზრდა მოექცეს იმ ბინძური აღქმების ქვეშ, რომელსაც ეს უსამშობლო აგენტურა გვთავაზობს თავიანთ პატრონებთან ერთად.’ – წერს ირაკლი კირცხალია.

Continue Reading

Previous: ამ ყველაფრის ფონზე დღეს ამბობენ, ქართული ოცნება აბრალებს საქართველოს ომის დაწყებასო- ქვეყნის წინაშე დანაშაულის გადაფარვის და უტიფრობის პიკი
Next: იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ლაზარე გააგმირეთ, დღეს ანწუხელიძისა და სხვა ჩვენი გმირების სახელებს ამოფარება, ამორალური და სამარცხვინოა!

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025