Skip to content
14/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამ ყველაფრის ფონზე დღეს ამბობენ, ქართული ოცნება აბრალებს საქართველოს ომის დაწყებასო- ქვეყნის წინაშე დანაშაულის გადაფარვის და უტიფრობის პიკი

მარშალ პრესი 29/03/2025
greta cicava tsitsava

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომების შესახებ რადიკალური ოპოზიციის შეფასებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ “ომიდან ორ თვეში ნაცებმა მხარი დაუჭირეს მოღალატეობრივ რეზოლუციას, სადაც ომის დაწყება აღიარეს. ამ ყველაფრის ფონზე დღეს ამბობენ, ქართული ოცნება აბრალებს საქართველოს ომის დაწყებასო.”

როგორც წიწავა აღნიშნავს, ეს ყველაფერი არის “ქვეყნის წინაშე დანაშაულის გადაფარვის და უტიფრობის პიკი”. “მიშამ დამავალა ცეცხლის გახსნაო – თქვა ჯერ კიდევ უახლოეს წარსულში ნაცმოძრაობის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გენერალმა გოგავამ კომისიის სხდომაზე; ომიდან ორ თვეში ნაცებმა მხარი დაუჭირეს მოღალატეობრივ რეზოლუციას, სადაც ომის დაწყება აღიარეს. პირველივე წუთებიდან მთელს მსოფლიოს აქედან იქით დაბომბვის კადრები აჩვენეს. ნაცების პარლამენტმა 2008 წლის 10 აგვისტოს დაამტკიცა სააკაშვილის დოკუმენტი, რუსეთი საქართველოში 8 აგვისტოს შემოიჭრაო. ამ ყველაფრის ფონზე დღეს ამბობენ, ქართული ოცნება აბრალებს საქართველოს ომის დაწყებასო. ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გადაფარვის და უტიფრობის პიკი!!!“- წერს გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: შინაგან საქმეთა სამინისტრო ელენე ხოშტარიას დაკავებასა და მისი მხრიდან, შსს მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
Next: ბოლო დღეების ისტერია უსამშობლო კოლექტიური “ნაცმოძრაობის” და დაფინანსების გარეშე დარჩენილი ე.წ. არასამთავრო ორგანიზაციების მხრიდან, ემსახურება ერთ მიზანს – თავს მოახვიონ საზოგადოებას უბინძურესი აღქმები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.