Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ლაზარე გააგმირეთ, დღეს ანწუხელიძისა და სხვა ჩვენი გმირების სახელებს ამოფარება, ამორალური და სამარცხვინოა!

მარშალ პრესი 29/03/2025
levan machavariani

იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ლაზარე გააგმირეთ, ვინც მებრძოლი მოხალისეების უკრაინაში გაგზავნასა და უკრაინისთვის ჩვენი შეიარაღების გადაცემას, შესაბამისად კი, რუსეთთან პირდაპირ ესკალაციას მოითხოვდით, დღეს ანწუხელიძისა და სხვა ჩვენი გმირების სახელებს ამოფარება, ამორალური და სამარცხვინოა! – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმმა სწორედ ქართველ გმირებს დააბრალა ომის დაწყებაც და ომის დანაშაულების ჩადენაც, ამ ღალატთან დაკავშირებით კი, “ლაზარეს გამგმირებლების” პროტესტი არ ახსენდება.

მაჭავარიანი აღნიშნავს იმასაც, რომ ხელისუფლების დიდი ძალისხმევის შედეგად, სტრასბურგსა და ჰააგაში სასამართლოების მოგებით, პასუხისმგებლობა ოკუპანტებს და სეპარატისტებს დაეკისრათ, შესაბამისად, ახლა, როცა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია იძიებს ყველაფერს, შეშინებული რეჟიმი ცდილობს, ეს პროცესი როგორმე გადაფაროს.

“იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ლაზარე გააგმირეთ, ვინც მებრძოლი მოხალისეების უკრაინაში გაგზავნასა და უკრაინისთვის ჩვენი შეიარაღების გადაცემას, შესაბამისად კი, რუსეთთან პირდაპირ ესკალაციას მოითხოვდით, დღეს ანწუხელიძისა და სხვა ჩვენი გმირების სახელებს ამოფარება, ამორალური და სამარცხვინოა!
ყველას შეგახსენებთ, რომ რეჟიმმა სწორედ ჩვენს გმირებს დააბრალა ომის დაწყებაც და ომის დანაშაულების ჩადენაც. რატომღაც, არ მახსენდება ლაზარეს გამგმირებლების პროტესტი ამ ღალატთან დაკავშირებით.

ჩვენი უზარმაზარი ძალისხმევის შედეგად, სტრასბურგშიც და ჰააგაშიც მოვიგეთ სასამართლო პროცესები და ყველაფერზე პასუხისმგებლობა რუსეთსა და სეპარატისტებს დაეკისრათ.
ამ ყველაფერს ახლა დროებითი საგამოძიებო კომისია იძიებს და, შესაბამისად, შეშინებული რეჟიმი და მისი მხარდამჭერები სხვადასხვა ბინძური სპეკულაციით ცდილობენ ამ პროცესის თითქოსდა გადაფარვას.

პირველივე დღეებში უკვე გამოიკვეთა, რომ სამხედრო გადაწყვეტილებებს პოლიტიკური თანამდებობის პირები იღებდნენ. უკვე გამომჟღავნდა ის, რომ რეჟიმმა მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის ერთი ნაბიჯიც არ გადადგა და გაწირა კოდორისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა სასიკვდილოდ.

კიდევ ძალიან ბევრი რამ გამომჟღავნდება და რეჟიმი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.
მოვიდა დრო, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას!” – წერს ლევან მაჭავარიანი.

Continue Reading

Previous: ბოლო დღეების ისტერია უსამშობლო კოლექტიური “ნაცმოძრაობის” და დაფინანსების გარეშე დარჩენილი ე.წ. არასამთავრო ორგანიზაციების მხრიდან, ემსახურება ერთ მიზანს – თავს მოახვიონ საზოგადოებას უბინძურესი აღქმები
Next: გვაქვს საფუძველი, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, მოვითხოვოთ „ნაცმოძრაობის“, მათთან დაკავშირებული პარტიების პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვის აკრძალვა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025