Skip to content
22/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აიღეთ მაგალითი თუნდაც ჩემგან – მე როგორ გადავაბიჯე ჩემ თავს – გუბაზ სანიკიძე

მარშალ პრესი 26/03/2025
gubaz

წარსულების გახსენება არ ვარგა, იმიტომ, რომ თუ არ მოვეშვებით ამას, გასახსენებელი მეც ბევრი მაქვს, დავით აქუბარდიასაც და სხვებსაც, – განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გუბაზ სანიკიძემ, ტელეკომპანია „კავკასიის” ეთერში.

სანიკიძემ მოუწოდა დანარჩენ ოპოზიციას, აიღონ მაგალითი მისგან და მიხეილ სააკაშვილისგან, რომლებმაც საკუთარ თავებს გადააბიჯეს ქვეყნის ინტერესის გამო.

„ერთი რამე გაითვალისწინეთ, აიღეთ მაგალითი თვითონ მიხეილ სააკაშვილისგან, მან როგორ გადააბიჯა საკუთარ თავს. აიღეთ მაგალითი თუნდაც ჩემგან – მე როგორ გადავაბიჯე ჩემ თავს, სხვანაირად შეხედეთ. არ იყო მარტივი ამბავი ჩემი და მიხეილ სააკაშვილის დალაპარაკება კიევში როცა მოხდა, მაგრამ გადავაბიჯეთ. მოტივაცია რა გვქონდა, ნათელ-მირონობა გვინდოდა ერთმანეთთან? ოჯახის ყველა წევრი მონათლული გვყავდა უკვე ჩვენს ოჯახებში, მიშასაც და მეც – არაფერი, ქვეყნის ინტერესი. ქვეყნის ინტერესისთვის გადავაბიჯოთ და დანარჩენ ოპოზიციასაც მოვუწოდებ, რომ რაღაცებს გადააბიჯეთ, ხალხო, თუ არადა მაშინ, პოლიტიკოსობას ნუ იჩემებთ. პოლიტიკოსი არის თმენა, მეტი არაფერი.” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

Post navigation

Previous: თუ ადამიანებს { ოპოზიციაში } მიაჩნიათ, რომ ადგილობრივ არჩევნებში არ უნდა მიიღონ მონაწილეობა, მე ამას არ ვეთანხმები – ეს იქნება კატასტროფა და ანტისახელმწიფოებრივი
Next: 2008 წელს, როდესაც საბრძოლო მოქმედებები მორჩა, ოპოზიცია აყენებდა საკითხს კომისიის შექმნასთან დაკავშირებით – საგამოძიებო კომისიას ხმათა რაოდენობა სჭირდება, მაშინდელი ძალთა გადანაწილება პარლამენტში არ იძლეოდა საშუალებას, უმრავლესობის კეთილი ნების გარეშე შემდგარიყო საგამოძიებო კომისია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.