Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

2008 წელს, როდესაც საბრძოლო მოქმედებები მორჩა, ოპოზიცია აყენებდა საკითხს კომისიის შექმნასთან დაკავშირებით – საგამოძიებო კომისიას ხმათა რაოდენობა სჭირდება, მაშინდელი ძალთა გადანაწილება პარლამენტში არ იძლეოდა საშუალებას, უმრავლესობის კეთილი ნების გარეშე შემდგარიყო საგამოძიებო კომისია

მარშალ პრესი 26/03/2025
paata davitaia

2008 წელს, როდესაც საბრძოლო მოქმედებები მორჩა, ძალიან სერიოზულ დონეზე იდგა საკითხი, რამდენიმე მიმართულებით დაწყებულიყო ამ საკითხის გამორკვევა. პირველ რიგში, ეს იყო იმდროინდელი ოპოზიციის მოთხოვნა, რომელიც იმყოფებოდა პარლამენტში. მე მაშინ უმცირესობის ლიდერის მოადგილის თანამდებობას ვიკავებდი, – ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაიამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

დავითაიამ, რომელიც თავად ხელმძღვანელობდა 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე შექმნილ პარლამენტის დროებით კომისიას, გაიხსენა, რომ იმდროინდელი ოპოზიცია ითხოვდა საგამოძიებო კომისიის შექმნას, თუმცა, უმცირესობის ამ პოზიციას არ იზიარებდა საპარლამენტო უმრავლესობა, რომელსაც მაშინ “ნაციონალური მოძრაობა” წარმოადგენდა. შედეგად კი, მისი განმარტებით, შეიქმნა დროებითი საპარლამენტო კომისია და არა საგამოძიებო კომისია.

“ყველა სესიაზე, როდესაც გაიხსნა სასესიო მუშაობა და პარლამენტი შეუდგა მუშაობას საბრძოლო მოქმედებების შემდგომ, ოპოზიცია აყენებდა ამ საკითხს, რომ შექმნილიყო კომისია და ამის საჯარო მტკიცებულებაც არსებობს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ უმცირესობის პოზიცია მდგომარეობდა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, ამაზე ღიად კეთდებოდა განცხადებები, მაგრამ, როდესაც საუბარი იყო უმრავლესობის პოზიციაზე, მოხდა შეჯერება იმასთან დაკავშირებით, რომ შექმნილიყო საპარლამენტო კომისია, იმიტომ, რომ იცით საგამოძიებო კომისიას ხმათა რაოდენობა სჭირდება. მაშინდელი ძალთა გადანაწილება პარლამენტში არ იძლეოდა იმის საშუალებას, უმრავლესობის კეთილი ნების გარეშე შემდგარიყო საგამოძიებო კომისია. აქედან გამომდინარე, უმრავლესობის და უმცირესობის შეჯერებული პოზიციით შეიქმნა დროებითი საპარლამენტო კომისია და არა საგამოძიებო კომისია.” – განაცხადა პაატა დავითაიამ.

Continue Reading

Previous: აიღეთ მაგალითი თუნდაც ჩემგან – მე როგორ გადავაბიჯე ჩემ თავს – გუბაზ სანიკიძე
Next: ცხინვალის რეგიონში რუსეთის ჯარი უკვე შემოსული იყო, ასევე კოდორის ხეობაზე უკვე შეტევა დაწყებული იყო და ჩვენი ჯარი ტოვებდა ხეობას, მოსახლეობის გაფრთხილება არ მომხდარა და 80-მდე ადამიანი არის მოკლული მხოლოდ იმიტომ, რომ მათი სათანადო და დროული გაფრთხილება არ მოხდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025