Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუ ადამიანებს { ოპოზიციაში } მიაჩნიათ, რომ ადგილობრივ არჩევნებში არ უნდა მიიღონ მონაწილეობა, მე ამას არ ვეთანხმები – ეს იქნება კატასტროფა და ანტისახელმწიფოებრივი

მარშალ პრესი 25/03/2025
paata zakareishvili

კონფლიქტოლოგმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერი არჩევნები არის დემოკრატიული გამოცდა და ოპოზიციის მიერ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ანტისახელმწიფოებრივი იქნება.

„საჭიროა მეტი პროტესტი. კარგი, თუ ადამიანებს არ სჯერა ოპოზიციის და მიაჩნია, რომ ადგილობრივ არჩევნებში არ უნდა მიიღონ მონაწილეობა – კი ბატონო. მე ამას არ ვეთანხმები, მაგრამ მე ერთი ვარ, მარტო ვარ და უმცირესობაში ვარ უკეთეს შემთხვევაში. ცალსახად, ეს იქნება კატასტროფა, ეს იქნება ანტისახელმწიფოებრივი. ჩვენ დავიწყეთ ლაპარაკი, შევდივართო დღის წესრიგშიო.

საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი არჩევნები არის დემოკრატიული გამოცდა, შენ თუ არჩევნებზე უარს ამბობ და აქეთკენ მიდის „ქართული ოცნება“, მას უნდა, რომ ოპოზიციის გარეშე ჩაატაროს არჩევნები, აქ გაყალბებაც არ დაჭირდება ისე მიითვისებს ხელისუფლებას, აკრძალავს ნაციონალურ მოძრაობას“, სხვები გამოაცხადებენ ბოიკოტს. ეს არის ნამდვილი „ქართული ოცნების“ ქართული ოცნება, რეალური, რომ ოპოზიციამ არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

Continue Reading

Previous: ლევან ცუცქირიძე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე: ანგარიშვალდებულებას ვგრძნობთ ამ საკითხთან მიმართებაში, ამიტომ, ამაზე მსჯელობა გვექნება
Next: აიღეთ მაგალითი თუნდაც ჩემგან – მე როგორ გადავაბიჯე ჩემ თავს – გუბაზ სანიკიძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025