Skip to content
12/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვიქტორ ორბანის “ულტიმატუმი” – მან ევროკავშირს 12 მოთხოვნა წარუდგინა

მარშალ პრესი 16/03/2025
DAVID KARTVELISHVILI

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში იმ მოთხოვნების შესახებ წერს, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბრიუსელის მიმართ სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა.„კინაღამ გამომრჩა ვიქტორ ორბანის “ულტიმატუმი” – მან ევროკავშირს 12 მოთხოვნა წარუდგინა. „რას ითხოვს უნგრელი ხალხი ბრიუსელისგან? იყოს მშვიდობა, თავისუფლება და ერთიანობა“, – ამით დაიწყო მან X-ში გამოქვეყნებული თავისი ჩამონათვალი:
ჩვენ ვითხოვთ ერების ევროპას;
ჩვენ ვითხოვთ თანასწორობას კანონის წინაშე ყველა წევრი სახელმწიფოსთვის;
დაუბრუნდეთ წევრ-სახელმწიფოებს უკანონოდ ჩამორთმეული კომპეტენციების აღდგენა;
ვითხოვთ ნაციონალურ სუვერენიტეტს და ძლიერი ვეტოს უფლებას ეროვნული მთავრობებისთვის;

ევროკომისიიდან უნდა მოხდეს სოროსის აგენტების, ხოლო ევროპარლამენტიდან კორუმპირებული ლობისტების განდევნა;

შეეშვით ჩვენი შვილიშვილების მომავლის “დაგირავებას” და მოახდინეთ ევროკავშირის ვალების ლიკვიდაცია;

არ ჩაერიოთ უნგრეთის ეროვნული გვარდიის უფლებამოსილებაში საკუთარი ქვეყნის საზღვრების დაცვის კუთხით;

შეჩერდეს მიგრანტების „იმპორტი“ და დაიწყოს ევროკავშირში არალეგალურად ჩასული პირების გაძევება;

კორუფციით მიღებული დოლარი და ევრო ევროკავშირის ქვეყნებში არ უნდა შემოვიდეს;
აიკრძალოს ჩვენი შვილების გაუკუღმართებული არაბუნებრივი განათლება;

დაცული იქნას ევროპის ქრისტიანული მემკვიდრეობა;

ვითხოვთ მშვიდობას ევროპაში და ევროკავშირს – უკრაინის გარეშე“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: აშშ-ში ძლიერი შტორმისა და ტორნადოების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 34-მდე გაიზარდა
Next: ჩვენთვის უმთავრესია, რომ არც ამერიკა, არც არავინ არ წავიდეს რუსულ „მაგრამზე“, ცეცხლის შეწყვეტა არ უნდა მოდიოდეს „მაგრამთან“ ერთად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.