Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

აშშ-ში ძლიერი შტორმისა და ტორნადოების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 34-მდე გაიზარდა

მარშალ პრესი 16/03/2025
tornado in usa

აშშ-ში ძლიერი შტორმისა და ტორნადოების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ექვს შტატში 34-მდე გაიზარდა. გარფილდის ოლქში ხილვადობის გაუარესების შედეგად ოკლაჰომაში ერთი ადამიანი დაიღუპა, იტყობინება ოკლაჰომის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი. მისისიპის შტატში, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა ძლიერი ჭექა-ქუხილისა და ტორნადოების შემდეგ, აცხადებენ ხელისუფლების წარმომადგენლები.

საგანგებო სიტუაციების მართვის დირექტორის, როის მაკის თქმით, სამი ადამიანი უოლთოლის ოლქში დაიღუპა. კიდევ ერთი ადამიანი კი კოვინგტონის ოლქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში. ორივე ოლქში ასევე იტყობინებიან რამდენიმე დაშავებულის შესახებ. მისისიპის შტატს ორი ტორნადო დაატყდა თავს, წაქცეულია ხეები და დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური აპირებს დაზიანებების დათვალიერებას და საბოლოო დასკვნის გაკეთებას მომხდარის შესახებ. ოფიციალური პირების თქმით, ნანგრევების გატანის სამუშაოები გრძელდება და მალე დაიწყება ზარალის შეფასება.

Post navigation

Previous: ამ სიჩუმის ფონზე, რაც გენოციდის ფარული მხარდაჭერის ტოლფასია, ცინიკურად გამოიყურება 17 მარტს ბრიუსელში დანიშნულ სამიტზე სირიელი ტერორისტების საგარეო საქმეთა მინისტრ ასად ალ-შიბანის მონაწილეობა
Next: ვიქტორ ორბანის “ულტიმატუმი” – მან ევროკავშირს 12 მოთხოვნა წარუდგინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.