Skip to content
03/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ჩვენთვის უმთავრესია, რომ არც ამერიკა, არც არავინ არ წავიდეს რუსულ „მაგრამზე“, ცეცხლის შეწყვეტა არ უნდა მოდიოდეს „მაგრამთან“ ერთად

მარშალ პრესი 16/03/2025
zelenski

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის პოზიცია რუსეთის მიმართ უნდა იყოს მკაცრი, თუ კრემლი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას არ დაეთანხმება.

„ჩვენთვის უმთავრესია, არც ამერიკა, არც არავინ არ წავიდეს რუსულ „მაგრამზე“. ცეცხლის შეწყვეტა არ უნდა მოდიოდეს „მაგრამთან“ ერთად, რადგან ეს არის ცეცხლის შეწყვეტა 30 დღით. ეს არ არის სამუდამო, ეს არის 30 დღე-ღამე, სადაც ყველა მხარეს ეძლევა შესაძლებლობა, აჩვენოს ომის დასრულების სურვილი ან პირიქით. არის აშშ-ის წარმომადგენელი, რომელიც შეხვდა რუსებს. ისინი რაღაცაზე საუბრობდნენ, კოორდინირებულია რაღაც პოზიციები. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ. ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ გვექნება კოორდინაცია აშშ-თან შემდგომი ნაბიჯების შესახებ. რუსები თუ არ ეთანხმებიან პრეზიდენტ ტრამპის პოზიციას, ჩვენ გვჯერა, რომ პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია იქნება მკაფიო, მკაცრი და პირდაპირი პუტინის მიმართ“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

Continue Reading

Previous: ვიქტორ ორბანის “ულტიმატუმი” – მან ევროკავშირს 12 მოთხოვნა წარუდგინა
Next: თბილისში 21 წლის ბიჭი მოკლეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025