ჩვენ გვყავს რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც არც საკუთარი აზრი გააჩნია და ყველაფერი იმდენად არის ერთმანეთში არეული, რომ მათ კონფიგურაციას საზოგადოებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია უკვე დამარცხებულია.
„ისინი ერთადაც და ცალ-ცალკეც იქნებიან უკვე ძალიან დამარცხებული, პირველ რიგში, ქართველი ხალხის მხრიდან. რა თქმა უნდა, ვერდიქტი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ მათ წინააღმდეგ გამოიტანა გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება. ეს ადამიანები არიან მარიონეტები, რომლებიც საკუთარი პატრონების დავალებით მოქმედებენ. ამ მოქმედებაში საერთოდ არ აინტერესებთ არც ქვეყნის ინტერესები და არც საკუთარი მხარდამჭერების პოზიციები, მხარდამჭერების, რომლებიც მათთვის თითქმის აღარც არსებობენ. ეს ის ადამიანები არიან, ვინც არანაირ ნდობას და მხარდაჭერას არ იმსახურებენ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
როგორც ჩანს, ნარკოტიკების გამსაღებლებზე მათ გული ძალიან შესტკივათ