Skip to content
04/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულება რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია

მარშალ პრესი 14/03/2025
sagareo

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დასრულებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.

სოციალურ ქსელ X-ში საგარეო უწყება წერს, რომ მოლაპარაკებების დასრულება რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია.

„საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულებას სამშვიდობო შეთანხმების ჩვიდმეტივე მუხლთან დაკავშირებით. ეს არის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯი!“ – წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა სამშვიდობო მოლაპარაკებების დასრულების შესახებ 13 მარტს ოფიციალურად განაცხადეს.

Post navigation

Previous: ყაზახეთიდან მზარდი ტურისტული ნაკადებისა და მოთხოვნის გამო, „ეარ ასტანა“ ატირაუ-თბილისის ახალ მიმართულებას ამატებს
Next: ოპოზიციის კონფიგურაციას საზოგადოებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი უკვე დამარცხებული არიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.