Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა ცხრა წელი მიუსაჯა პრეზიდენტ სააკაშვილს ქვეყნის 9-წლიანი აღმშენებლობისთვის – აიფონ ბოკუჩავა

მარშალ პრესი 14/03/2025
tina2

სულ რამდენიმე დღის წინ ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე ცხრა წელი მიუსაჯა პრეზიდენტ სააკაშვილს ქვეყნის 9-წლიანი აღმშენებლობისთვის, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე შეფასებით, სააკაშვილის მიმართ სასამართლო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზეც მაქსიმალურ სასჯელს გამოიყენებს.

„ორშაბათს გამოცხადდება უკვე მეორე გადაწყვეტილებაც და, რა თქმა უნდა, აქაც მაქსიმალურ სასჯელს გამოიყენებს ივანიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ, რადგან მან არ დათმო ქვეყნის სახელმწიფოებრიობა 2008 წელს. მან შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მაგალითი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ პუტინის რუსეთისთვის, რაც მისთვის იყო უდიდესი საფრთხე როგორც სამეზობლო პოლიტიკისთვის, ისე შიდა პოლიტიკისთვის და ეს არის რეალურად ის ბრალი, რასაც ივანიშვილი უყენებს პუტინის საამებლად მიხეილ სააკაშვილს და უკვე მეოთხე წელია, უკანონო და უსამართლო პატიმრობაში იმყოფება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

Post navigation

Previous: ოპოზიციის კონფიგურაციას საზოგადოებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი უკვე დამარცხებული არიან
Next: ევროკავშირის ელჩები რუსეთისთვის სანქციების განახლებაზე შეთანხმდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.